"წმინდა სპორტული კუთხით უეფამ ჩვენი ორგანიზაცია და მასპინძლობა წარმატებულად შეაფასა.
მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ეფექტი: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაზე ქვეყანამ 10 მილიონ ლარამდე დახარჯა, ხოლო მოგებამ 33 მილიონი ლარი შეადგინა. მე არ ვგულისხმობ იმ თანხებს, რომელიც სტუმარი გუნდების წევრებმა ყოველდღიურად დახარჯეს.
ეს რომ გავითვალისწინოთ, თანხა 40 მილიონამდე გაიზრდება. ევროპის ჩემპიონატის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია. ეს ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება", -
შეგახსენებთ, რომ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ორ ქალაქში თბილისსა და გორში 2 ივლისიდან 15-ივლისამდე გაიმართა.
- U19. ევროპის ჩემპიონატი: ღირსეული და დამსახურებული [VIDEO]
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"