ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

გიორგი არაბიძე: მსაჯებისგან ასეთი დამოკიდებულება არ გამკვირვებია

AutoSharing Option
ევროშესარჩევ ტურნირზე სლოვაკეთთან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2:3 დამარცხდა. მსაჯმა პირველ ტაიმში ჩვენი გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი გააძევა, ხოლო შეხვედრის დასასრულს - მწვრთნელი გია ცეცაძე.

ნაკრებს ტრავმის გამო მისი ლიდერი გიორგი არაბიძე ვერ დაეხმარა, რომელმაც კომენტარი თავისი "ფეისბუქის" გვერდით გააკეთა:

"არა უშავს, ძმებო, ძალიან მაგარი ბიჭები ხართ. როდის იყო, პატარას დიდთან გასვლია. არ გამკვირვებია ასეთი დამოკიდებულება მსაჯებისგან, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინაა... ყველა ერთად მივალთ იქამდე, რისთვისაც დავიწყეთ".




ასევე დაგაინტერესებთ