"ყველა სხვა ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ამიტომ გახსნილად შემიძლია გითხრათ, რომ არაბიძე დარჩა "ტორპედოში". ასევე შემიძლია რაღაც საიდუმლო გითხრათ გიორგის შესახებ, რადგან გულშემატკივარს ციფრები უყვარს და ამასაც დაგისახელებთ.
მაქსიმალური შემოთავაზება, რაც არაბიძის სანაცვლოდ მივიღეთ, იყო 1,2 მილიონი ევრო. ჩვენ შევაფასეთ, რომ მის დონის ფეხბურთელს ამ თანხით ვერ მოვიყვანდით, ეს ფეხბურთელსაც ავუხსენით და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ
ამ ეტაპზე გიორგი საქართველოს ჩემპიონატს ძალიან სჭირდება. თუ გვაქვს პრეტენზია, რომ უფრო მეტად სანახაობრივი უნდა გახდეს საქართველოს ჩემპიონატი და მაყურებელი მივიდეს ფეხბურთელების სანახავად, ასეთი მოთამაშეები უნდა შეინარჩუნო და არაბიძე სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც სტადიონზე მაყურებელი მოჰყავს", - თქვა კერესელიძემ.