ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიას და თურქეთს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქასიმფაშას სტადიონზე, თურქეთს შეხვდება.

პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებთან მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეზობელი თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან - 21:00 საათზე. მატჩების შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბოლო მატჩი გორში რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარა და ცოტნე კაპანაძის მიერ გატანილი დუბლით - 2:0 მოიგო.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული