ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტს იწყება

AutoSharing Option
უეფას 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტს იწყება. ჩემპიონატი, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩემპიონატის თამაშებს საქართველოს სამი ქალაქი უმასპინძლებს – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.

მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე, 13 მარტს დაიწყება. ბილეთები პირველ ეტაპზე სპეციალურ ფასად, აბონემენტების ფორმატში გაიყიდება, რომელშიც სტადიონების მიხედვით გაერთიანებული იქნება ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები. აბონემენტების გაყიდვა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ჯგუფური ეტაპისა და მეოთხედფინალური ეტაპის თამაშების ინდივიდუალური ბილეთების გაყიდვა 1-ელ
მაისს დაიწყება.

უეფას 21-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალისა და ფინალის ბილეთების რეალიზაცია 26 მაისიდან მოხდება.

ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩების განრიგი და აბონემენტის ფასები სტადიონების მიხედვით:

. თბილისი, პაიჭაძის სტადიონი – A ჯგუფი

21 ივნისი – საქართველო-პორტუგალია

24 ივნისი – საქართველო-ბელგია

27 ივნისი – ნიდერლანდები-საქართველო ​

I კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი

II კატეგორიის აბონემენტი – 25 ლარი


. თბილისი, მესხის სტადიონი – A ჯგუფი

21 ივნისი – ბელგია-ნიდერლანდები

24 ივნისი – პორტუგალია-ნიდერლანდები

27 ივნისი – პორტუგალია-ბელგია

1-ელი ივლისი – მეოთხეფინალური მატჩი A1-2C

I კატეგორიის აბონემენტი – 50 ლარი


II კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი


. ქუთაისი, შენგელიას სტადიონი – C ჯგუფი

22 ივნისი – გერმანია-ისრაელი

25 ივნისი – ინგლისი-ისრაელი

28 ივნისი – ისრაელი-ჩეხეთი ​

2 ივლისი – მეოთხედფინალური მატჩი 1C-2A

I კატეგორიის აბონემენტი – 50 ლარი

II კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი


. ბათუმი, ბათუმი არენა – C ჯგუფი

22 ივნისი – ჩეხეთი-ინგლისი

25 ივნისი – ჩეხეთი-გერმანია

28 ივნისი – ინგლისი-გერმანია

I კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი

II კატეგორიის აბონემენტი – 25 ლარი

GFF.GE