განახლებული ინფრასტრუქტურა პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა

AutoSharing Option
საქართველოში გასამართი უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან, დავით მუჯირთან, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, დავით ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა.

"მესხის სტადიონზე" ასევე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, ხოლო "შენგელია არენაზე" - ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები.

ევროპის ჩემპიონატისთვის
მზადების ფარგლებში, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა სტადიონის ტრიბუნები, ტაბლო, დამონტაჟდა LED სარეკლამო ბანერები, მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების სისტემები. სტადიონი აღიჭურვა ყველა აუცილებელი სივრცით. მთავარ არენასთან ერთად, სრულად განახლდა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონი.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუთაისის "შენგელია არენას", სადაც თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, რომელიც სრულად აღჭურვილია სპორტული და აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

როგორც "მესხის" მთავარ და სათადარიგო სტადიონებზე, ისე "შენგელია არენაზე" ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ბრიტანულმა კომპანიებმა Labosport-მა და SIS Pitches-მა შეასრულეს.

უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს: თბილისის "მესხის" და "პაიჭაძის სტადიონებს", ქუთაისის "შენგელია არენას" და საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონებს თბილისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს უეფას ყველაზე მაღალი, მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს ოთხი სტადიონი აკმაყოფილებს, სადაც უმაღლესი დონის საერთაშორისო მატჩების გამართვაა შესაძლებელი.

სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოჰყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, "ბათუმი არენა" უმასპინძლებს.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
ქუთაიში გუშინ გაიხსნა სფფ საფებურთო ცენტრიც. ეგეც დაწერეთ, ასეთი რამე ქუთაისს არ ქონია და ძალიან მაგარი ამბავია.
JABA
11:27 08-06-2023
0
ეს დადებითია-4სტადიონი მაინც რო გვაქვს,
მაგრამ +4 სავარჯიშო სტადიონია გაიგეთ ეს-
ჩემი ვარაუდით შევარდება იმ სტადიონებზე რომელიმე "გაგრა-სპატრაკი-ან "მექნიკოს-ასისტენტი" პირველი ლიგიდან,მერე უმაღლესში გადავა და უყურე დალშე ერთტრიბუნიან ჩემპიონატს.
არადა სანახაობით ჩვენი ჩემპი (სანახაობით და არა დონით) მე მირჩევნია არგენტინის პრიმერა დივიზიონს
პრიმერა დივიზიონი სვარკაა,მაგრამ 30000 კაცი მაინც ესწრება თამაშებს,ჩვენი ჩემპი კიდე უმაყურებლოდ,უტრიბუნოდ,
სარეკლამო ლედი ბანერები ახლა გვეღირსა
მოკლედ შეფუთვა გვაკლია
Levani
15:13 07-06-2023
1

სიახლეები პოპულარული