ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U15 | სომხეთი 1:0 საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევნის ოთხთა ტურნირზე გამოსვლა დაასრულა. 15-წლამდელები მასპინძელ სომხეთთან მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდნენ.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი, მეორე ტაიმის 84-ე წუთზე, მეტოქე გუნდის შემტევმა - ჰაიკ სტეფანიანმა გაიტანა. მატჩის მიწურულს, სომხეთის კარს სახიფათოდ უტევდა 15-წლამდელთა ფორვარდი ნიკოლოზ გოლავა, თუმცა მისი ეფექტური დარტყმა მეკარემ მოიგერია.

გიორგი ხიზანიშვილის ახალი ფორმაციის გუნდმა, ერევნის ამხანაგურ ოთხთა ტურნირზე გამოსვლა 3 ქულით დაასრულა.

nakrebi.ge