ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U21. დანაკლისით ნიდერლანდებთან - საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ვენლოში, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და ვენლოდან მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

რამაზ სვანაძის გუნდს დღევანდელ მატჩში ნაკრების ცენტრალური მცველი საბა საზონოვი ვეღარ დაეხმარება, რომელსაც ვირუსის შედეგად გამოწვეული მაღალი ტემპერატურა აქვს.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: ხარატიშვილი, ზურაბიანი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მამაცაშვილი, ლომინაძე, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, ო. მამაგეიშვილი, ოდიშარია, კვერნაძე.