20 წლის გოგლიჩიძემ "იუვენტუსთან" შესანიშნავად ითამაშა - "ემპოლი" გამარჯვებასთან ახლოს იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეოთხე ტურში „ემპოლიმ“ და „იუვენტუსმა“ ქულები გაიყვეს - 0:0.

მასპინძელთა გუნდში საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, საბა საზონოვი კი სათადარიგო იყო. 20 წლის გოგლიჩიძემ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა, ისევ კარგად წარმოაჩინა თავი, დაცვაშიც საიმედო გახლდათ და შეტევებშიც თამამად ერთვებოდა. მისი ასპარეზობა კი ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: sofascore 7.2, flashscore 7.0, whoscored 6.8.

აღსანიშნავია, რომ "ემპოლის" გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ კომპენსირებულ დროში ემანუელ გიასის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა.

„ემპოლი“ ამ მომენტისთვის 6 ქულით მე-7 ადგილზეა და 20
სექტემბერს გასვლაზე „კალიარის“ დაუპირისპირდება.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი - იუვენტუსი 0:0

altგოგლიჩიძის კარგი დებიუტი სერია A-ში - "ემპოლი" "ბოლონიას" ფრედ ეთამაშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
Dzan kaia sasixarulo ambavia exa es sezoni chaamtavros am doneze kargat da meore sezonshi ukve didi klubebi daakvirdeba da araa gamoricxuli dzan dzvirad gaixidos romelime italiur grandshi
Achi
13:12 15-09-2024
0
მივესალმები ახალგაზრდა მცველების წინსვლას.

გველესიანი, კვირკველია, კაშია, დვალი. მადლობის მეტი რა გვეთქმის.
მაგრამ ნაკრებს ჭირდება ახალგაზრდა მცველები. სწრაფი მობილური.
იმიტომ თამაშობს ნარკები 3 ცენტრალური მცველით, რომ ორი ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
რაც ავტომატურად იწვევს შეტევითი პოტენციალის შემცირებას.
ცენი ნაკრები მაშინ იქნება დიდი ძალა, როცა გადავეწყობით 2 ცენტრალურ მცველზე
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული