ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

19-წლამდელების შემადგენლობა ელიტ რაუნდის მატჩებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში - პოლონეთს, სლოვაკეთს და მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.

ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა, ელიტ რაუნდის საგზური შვედეთში გამართულ საკვალიფიკაციო რაუნდში მოიპოვა, სადაც მასპინძელი შვედეთის დამარცხების და ესტონეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ, ჯგუფიდან გასვლა 4 ქულით შეძლო.

U19 | ელიტ რაუნდი

19 მარტი | საქართველო - პოლონეთი | მიხეილ მესხი 2 | 19:00
22 მარტი | საქართველო - სლოვაკეთი | მიხეილ მესხი 2 | 19:00
25 მარტი | საქართველო -
მონტენეგრო | მიხეილ მესხი 2 | 19:00

აღნიშნული ჯგუფიდან, ფინალურ ეტაპზე გასვლას პირველადგილოსანი გუნდი შეძლებს. ელიტ რაუნდის სამივე მატჩის რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: მათე საური (რიუ ავე, პორტუგალია), ლუკა ხელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), რატი გრიგალავა (კოლხეთი 1913).

ნახევარმცველები:
გიორგი გოგსაძე (იბერია 1999), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე (იბერია 1999), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), საბა სამუშია (რიუ ავე, პორტუგალია), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი), ლევან ნაჭყებია (დინამო თბილისი).

ჯგუფის სხვა მატჩების განრიგი

19 მარტი | მონტენეგრო - სლოვაკეთი | დავით პეტრიაშვილი | 14:00
22 მარტი | პოლონეთი - მონტენეგრო | დავით პეტრიაშვილი | 14:00
25 მარტი | სლოვაკეთი - პოლონეთი | დავით პეტრიაშვილი | 19:00

nakrebi.ge