
მატჩის სტარტზე მეტოქე ეიად ხალაილის გოლით დაწინაურდა. წონასწორობა მალევე, მე-15 წუთზე, 19-წლამდე ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა სამუშიამ ეფექტური დარტყმით აღადგინა. გამარჯვების გოლი კი 89-ზე გიორგი მეფარიშვილმა გაიტანა, რომელმაც სტანდარტული სიტუაციიდან ჩამოწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით გადაგზავნა.
აღსანიშნავია მეკარის, მათე საურის შესანიშნავი თამაში, რომელმაც ჩვენი კარისკენ რამდენიმე სახიხათო დარტყმული მოიგერია. ისრაელის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს, ლაშა ფირცხალაიშვილის
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე ნაკრები, 2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში - პოლონეთს, სლოვაკეთს და მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.
U19 | ელიტ რაუნდი
19 მარტი | საქართველო - პოლონეთი | მესხი 2 | 19:00
22 მარტი | საქართველო - სლოვაკეთი | მესხი 2 | 19:00
25 მარტი | საქართველო - მონტენეგრო | მესხი 2 | 19:00
nakrebi.ge