ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ეროვნულ ლიგა 2-ს აჭარის ტელევიზია გააშუქებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი მედიაპარტნიორი ჰყავს.

2018 წლის სეზონიდან სფფ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩების ტრანსლაციებსაც იწყებს.

ეროვნული ლიგა 2-ის ცენტრალურ შეხვედრას ამიერიდან აჭარის ტელევიზიის გააშუქებს.

"აჭარა თV"-სთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ეროვნული ლიგა 2-ის 36-ივე ტურის ცენტრალური მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სწორედ ეს ტელეარხი გადასცემს.

ეროვნული ლიგა 2-ის პირველ ტურში აჭარის ტელევიზია ორი შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ: 1-ელ მარტს ჩემპიონატის გახსნითი მატჩი "თელავი"– "დინამო" ბათუმი და ასევე 3 მარტს, მარტვილიდან "მერანი" - "გაგრა"

მომზადებულია erovnuliliga.ge-ს მიხედვით