მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი" ორი ბურთის სხვაობით უგებდა ფოთის "კოლხეთს", თუმცა საბოლოდ - 2:2.
ბათუმელთაგან ორივე გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პირველი ტაიმის ბოლო წუთებში. ჯერ საჯარიმო დარტყმა შეასრულა მშვენივრად, მერე კი პენალტი მოიპოვა და მართალია იაროსლავ კოტლიაროვმა 11-მეტრიანი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ მამუჩაშვილი იყო პირველი და ზუსტადაც დაარტყა - 0:2.
ფოთელებმა მეორე ნახევარში გამოასწორეს თამაში. დემეტრე გვასალიამ არეულობაში ისარგებლა და ანგარიში შეამცირა, ბოლო წუთებზე კი გიორგი ახალაძემ შორიდან დარტყმით ცხრიანში გაიტანა - 2:2. ბრწყინვალე გოლი იყო.
ვიდეო: სპორტმიამბე
ლამაზი გოლები... "სამგურალმა" "დინამო თბილისს" მოუგო, დერბები ფრედ დასრულდა [VIDEO]