მარტვილის "მერანმა" კიდევ სამი ახალწვეული დაიმატა

AutoSharing Option
მარტვილის "მერანი" ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს. მეგრულ კლუბს კიდევ სამი ახალწვეული ჰყავს.

28 წლის ცენტრალური მცველი - ნიკოლოზ ხარაბაძე "მერანს" ხობის "კოლხეთიდან" შემოუერთდა. ხარაბაძემ საფეხბურთო კარიერა 2010 წელს "ჩხერიმელაში" დაიწყო და წლების განმავლობაში შემდეგ კლუბებში უთამაშია: "ჩხერიმელა" (ხარაგაული), "მეშახტე" (ტყიბული), "ტორპედო" (ქუთაისი), "გურია" (ლანჩხუთი), "სამგურალი" (წყალტუბო), "იმერეთი" (ხონი), "კოლხეთი" (ხობი).

"მერანში" ითამაშებს 23 წლის ნახევარმცველი - ირაკლი საღარეიშვილი, რომელიც წლების წინ თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" ასპარეზობდა, წინა სეზონი კი ხონის "იმერეთში" გაატარა, სადაც 2018 წლის სეზონში 8 გოლი გაიტანა.

რაც
შეეხება მესამე ახალწვეულს, "მერანთან" გააფორმა კონტრაქტი 24 წლის მცველმა - ნიკა შალამბერიძემ. პროფესიული კარიერა შალამბერიძემ "ზესტაფონში" დაიწყო, 2015-16 წლებში "საპოვნელას" რიგებში გამოდიოდა, 2018 წელს კი წყალტუბოს "სამგურალში" თამაშობდა.

"მერანი" უახლოეს დღეებში კიდევ წარადგენს რამდენიმე ახალწვეულს.

altმარტვილის "მერანმა" ახალი სეზონისთვის ერთბაშად შვიდი ფეხბურთელი დაიმატა
მომზადებულია "მერანის" Facebook-გვერდის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
წყალტუბოში დარჩა ვინმე? მგონი დარაჯიც მერანში გადავიდა
andro
20:57 10-01-2019
0
საფეხბურთო თემაზე ფ ინჯიას არასაფეხბურთო ხუშტურები გრძელდება
Oneli
18:37 10-01-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0