ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

"სიონს" დავით ქოქიაშვილი ჩაუდგა სათავეში

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებული "სიონის" მწვრთნელად დავით ქოქიაშვილი დაინიშნა, - იტყობინება ბოლნისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით.

36 წლის ქოქიაშვილმა კონტრაქტი გააფორმა და გუნდში მუშაობას შეუდგა.

ის ბოლოს საგარეჯოს "გარეჯს" წვრთნიდა, რომელიც თასის ნახევარფინალში გაიყვანა.

"სიონი" 2 მარტს, ეროვნული ლიგა 2-ის პირველ ტურში, "შევარდენი 1906"-ს უმასპინძლებს.