"სამგურალი" ძმები ხორხელებით გაძლიერდა

AutoSharing Option
ნიკა და ლუკა ხორხელები "სამგურალის" ფეხბურთელები გახდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"წყალტუბოს "სამგურალი" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველებით, ნიკა და ლუკა ხორხელებით გაძლიერდა. ფეხბურთელებმა კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ძმები ხორხელები ჩვენს გუნდში ბოლნისის "სიონიდან" გადმოვიდნენ.

გასულ სეზონში ძმები ბოლნისური გუნდის ლიდერები და ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ.

21 წლის ნიკა ხორხელმა განვლილ ჩემპიონატში - 32 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ნიკამ ახალგაზრდულ ნაკრებში 5 შეხვედრა ჩაატარა. დებიუტი უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში
ჰქონდა, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

22 წლის ლუკა ხორხელმა გასული ჩემპიონატის 34 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მან ახალგაზრდულ ნაკრებში 4 შეხვედრა ჩაატარა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა ძმებს იმისთვის რაც სიონისთვის აკეთეს, შეაყვარეს რაიონს თავი, სიონის ხელმძღვანელობას კი შეუძლია სტადიონზე კარტოფილი დათესოს, ბოლნისში ფეხბურთი მოკლეს ამ სულელ ბოსებმა
ნერაძური
09:18 27-12-2022
1
ტორპედოს მესვეურებს გძინავთ??სულ ვამბობდი ძმები ხორხელები ტორპედოს მოერგებოდენ ახვლედიანი და კაბალერო წინ დიდი ძალა იქნებოდა,მარა ნახავს ვიღაცას ჩამოწერილ 40 წლის ყოფილ ტორპედოელს და მოიყვანენ,
დათო
23:54 26-12-2022
0

სიახლეები პოპულარული