მასთან ამ და სხვა თემებზე ვისაუბრეთ.
- 8 ტური დარჩა ეროვნული ლიგის დასრულებამდე. ფიქრობ, რომ შეძლებს "ლოკომოტივი" სამეულში მოხვედრას?
- მიმაჩნია, რომ გუნდს წინა წლებთან შედარებით პროგრესი აშკარად აქვს. თუ მანამდე ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა, თამაშიდან გამომდინარე, წელს მიზანი, რა თქმა უნდა, სამეულია.
- მოგეხსენებათ, "ლოკომოტივი" საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია. საერთოდ, გუნდის შენებისთვის რაღაც პერიოდი აუცილებელია. ამ ფორმაციის "ლოკომოტივი" წელს ჩამოყალიბდა და ჯერ ერთი წელიც არაა, რაც გუნდი დაკომპლექტდა. შესაბამისად, არასტაბილურობა მოსალოდნელი იყო.
- როგორ ფიქრობ, ევროთასებზე მოხვედრის შემთხვევაში, შეძლებს "ლოკომოტივი", რომ კონკურენტუნარიანი იყოს?
- მიზანი სწორედ ესაა. კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას დრო, მოთმინება და ბირთვის შენარჩუნება სჭირდება. თუ ეს ყველაფერი მოხერხდა, წარმატებაზე ფიქრიც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.
- ამ სეზონში ახალ პოზიციაზე თამაშობ. როგორ ფიქრობ, საყრდენი ნახევარმცველი უკეთესი ხარ თუ მცველი?
- ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია. ძალიან დიდი ხანი ცენტრალური მცველი ვიყავი, ახლა ახალ პოზიციაზე ვთამაშობ და ვერ ვიტყვი, რომ ვერ გავერკვიე. რა პოზიციაზეც უნდა ვიყო, მთავარია, ჩემმა თამაშმა გუნდს სარგებელი მოუტანოს.
- იბრუნებ სასურველ ფორმას და შეძლებ უცხოური გუნდების დაინტერესებას?
- სამწუხაროდ, კარიერის ის პერიოდი, რომელიც საუკეთესოა თავის წარმოსაჩენად, ტრავმების გამო გამიცდა. მაგრამ არც ისე "ბებერი" ვარ. თუ "ლოკომოტივში" დავრჩები და წარმატებას მივაღწევთ საერთაშორისო ასპარეზზე, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება. რა იქნება, ეს მაინც მომავალში გამოჩნდება და წინასწარ რაიმეს თქმა რთულია. ჩემი მხრივ კი, მცდელობას და მონდომებას არ დავაკლებ.
- ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავ. როგორ შეაფასებ საქართველოს ნაკრების გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში?
- ცუდია, რომ ნაკრებმა გამარჯვების გარეშე დაასრულა ციკლი. იყო რამდენიმე კარგი მატჩი, სადაც მაღალ დონეზე ითამაშეს ბიჭებმა და უნდა მოგვეგო...