ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა.

ახალი სეზონიდან ვეტერანი დინამოელი მეორე მწვრთნელის ფუნქციას შეითავსებს და კახი კაჭარავას დაეხმარება.

უეფას თასების თასის მფლობელი ზაურ სვანაძე, როგორც მწვრთნელი, უკვე მუშაობდა დედაქალაქურ გუნდში და მის დუბლებში.

მას საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19-წლამდელთა ნაკრებშიც უმუშავია, 2012 წლიდან კი ბაქოს "ინტერს" წვრთნიდა.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ