"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

AutoSharing Option
"იუთუბზე" გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი თბილისის "დინამოს" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გახლდათ. ქართველმა ფეხბურთელმა "გენკში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"როდესაც გენკში" გადავედი და ბელგიაში ჩავედი, მასაჟისტი, რომელიც გუნდში 30 წელი მუშაობდა, უკვე 80 წლის იყო... წარმოიდგინეთ, ამ გუნდში როგორ ფეხბურთელებს ჰქონდათ ნათამაშები... ეს კაცი მეუბნებოდა, შენნაირი ფეხბურთელი, დედას ვფიცავარ, გუნდში არ გვყოლიაო. მე კიდევ ისეთი რაღაცები გავაკეთე... ჩემი გუნდელები ახლა ზოგი "ლესტერში" თამაშობს, ზოგი "ლაციოში", "ჩელსიში", "არსენალში".

მაგალითად ლეანდრო ტროსარდი, მე რომ "გენკში" მივედი, გუნდიდან გაუშვეს იჯარით, ჩემს ადგილას თამაშობდა, მე რომ წამოვედი
გუნდიდან, დააბრუნეს და ახლა "არსენალში" თამაშობს", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, ოქრიაშვილი ბელგიური კლუბის ღირსებას 2014/2016 წლებში იცავდა.

alt"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

მკითხველის კომენტარები / 57 /
რა ბურთი გაიტანა ოსურ კლუბში?! თამაში რომ შემოაბრუნა. მაგარი ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ჯიგრულ ქართულ ვარიანტში............ წარმატებები ვუსურვოთ და გახარება.
hihi
15:18 20-05-2024
0
ოქრი მინდა ბარსაში..მაგას ვენაცვალე
ბაბაიაგა
22:39 21-04-2024
1

სიახლეები პოპულარული