გორელები ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ თურქული შეკრებიდან, სადაც გიორგი დარასელიას მიერ გაწვრთნილმა გუნდმა რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა გამართა.
შეკრების შეფასებისათვის და გეგმებზე სასაუბროდ "დილას" მთავარ მწვრთნელს დავუკავშირდით...
- მოდი, თავდაპირველად თურქული შეკრება შევაფასოთ...
- თავიდანვე ვიტყვი, რომ "დილას" თურქეთში ნაყოფიერი მომზადებისთვის ყველანაირი პირობა ჰქონდა შექმნილი. ვვარჯიშობდით ძალიან კარგ მინდვრებზე. ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა.
ჩემი აზრით, ეს
დავხვეწეთ სხვადასხვა სათამაშო მონახაზი. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ძალიან ხშირად ვცვლიდით შემადგენლობას. საქმეში ვნახეთ ყველა ფეხბურთელი, მათ შორის, ის ოთხი მოთამაშეც, რომლებიც ჰოლანდიიდან ჩამოვიდნენ სინჯებზე და ცდილობდნენ გუნდში დამკვიდრებას.
- ...და მათი გუნდში დატოვება საჭიროდ არ ჩათვალეთ?
- როცა საქმე ეხება გუნდის ახალწვეულს, დიდი დაკვირვება გვმართებს. ჩვენ სპეციალურად მოვიწვიეთ შეკრებაზე ეს ფეხბურთელები, რათა შეგვეფასებინა მათი შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიგვეღო საბოლოო გადაწყვეტილება.
ამ ეტაპზე არცერთი მათგანი არ დავტოვეთ და იმავე კონტინგენტით ვაგრძელებთ მზადებას საქართველოს ჩემპიონატისთვის, რომლითაც წავედით თურქულ შეკრებაზე.
იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე