სტუმართაგან გოლების ავტორები ლეგიონერები გახდნენ. გორელები მე-19 წუთზე ლეანდრე რიბეირომ დააწინაურა, 30-ე წუთზე კი ალვინ ფორტესმა მიმდინარე სეზონში მეოთხე ბურთი გაიფორმა.
რკინიგზელებმა ერთი ბურთი 38-ე წუთზე რომან ჭანტურიას ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით გაქვითეს.
საბოლოო ანგარიში კი ასევე თერთმეტმეტრიანით დაფიქსირდა, რომელიც ამჯერად "დილას" ნახევარმცველმა ლეანდრო რიბეირომ გარდასახა.
ამ მოგებით გიორგი დარასელიას გუნდმა 15 ქულა დააგროვა და "დინამოსთან" 1-2 ადგილებს იყოფს, ოღონდ თბილისელებს თავიანთი მატჩი მე-8 ტურში თადარიგში აქვთ.
ლაშა
თბილისი. "მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონი"
ლოკომოტივი - დილა 1:3
გოლები: 0:1 ლეანდრე რიბეირო (19), 0:2 ალვინ ფორტესი (30), 1:2 რომან ჭანტურია (38 პენ), 1:3 ლეანდრე რიბეირო (61 პენ)
ლოკომოტივი (4-4-2): რევაზ თევდორაძე, თორნიკე ძებნიაური (თეიმურაზ შონია 64), მამია გავაშელიშვილი, დაჩი ცნობილაძე, უჩა ლობჟანიძე, რომან ჭანტურია, ვატო არველაძე (ლუკა კიკაბიძე 64), გიორგი გაბაძე, დავით უბილავა, დავით სამურკასოვი, ოთარ კობახიძე (ლაშა გვალია 46).
მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
დილა (4-1-2-3): გიორგი ბეგაშვილი, გოდერძი მაჩაიძე, გია ჩადუნელი, ამოს ნონდი, დავით რაჟამაშვილი, ლევან ნონიკაშვილი, გიორგი ფანცულაია (გიორგი კორიფაძე 67), ალექსანდრე კვახაძე, ლეანდრე რიბეირო (იმედა აშორტია 88), ანზორ სუხიაშვილი, ალვინ ფორტესი (მიკოლა კოვტალიუკი 46).
მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია