ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ვინ არიან "დინამო თბილისში" სინჯებზე მყოფი ესპანელი ლეგიონერები?

AutoSharing Option
"დინამო თბილისმა" 29 მაისს ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბს სამი ესპანელი ლეგიონერი შეუერთდა.

ეს ფეხბურთელები საწვრთნელ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას და შემდეგ გადაწყდება, დარჩებიან თუ არა ისინი დედაქალაქურ გუნდში.

Sportall.ge ამ სტატიაში შეეცდება, ეს სამი სპორტსმენი წარმოგიდგინოთ.

დავიწყოთ 29 წლის ფორვარდ ბორის გაროსით, რომელიც ბოლოს ესპანეთის მესამელიგელ "უელვას" ღირსებას იცავდა.

თუ Soccerway.com-ს დავუჯერებთ, მან აღნიშნული გუნდის მაისური 37 შეხვედრაში მოირგო და თავი 10 გატანილი ბურთითაც გამოიჩინა.

2016/17 წლების სეზონში გაროსი ესპანეთის რანგით მეოთხელიგელ "გავაში" ირჯებოდა, სადაც 38 მატჩში 25 ბურთი
შეაგდო.

29 წლის შემტევი ასევე ირიცხებოდა მეოთხელიგელ "ჰოსპიტალეტში", ამავე ლიგის ბინადარ "პრატში", 2013/14 წლების სეზონში კი "სანტ ანდრეუს" მაისურს ირგებდა.

რაც შეეხება 22 წლის ნახევარმცველ ალექსანდერ კიერემეს, ის ბოლოს ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ "გავაში" ირჯებოდა.

ის ესპანური კლუბის, "ალბასეტეს" აღზრდილია. საინტერესოა, რომ Transfermarkt-ის მონაცემებზე დაყრდნობით, კიერემეს "გავასა" და "ალბასეტეს" მეორე გუნდის გარდა არსად უთამაშია.

როგორც მოგახსენეთ, "გავა" ესპანეთის მე-4 ლიგაში გამოდის. აქვე იმყოფება "ალბასეტეც".

დღეს "დინამო თბილისს" უნდა შეუერთდეს კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი კარლეს მასი, რომელიც ბოლოს "ჟირონაში" თამაშობდა.

რამდენიმე სიტყვა მასზეც ვთქვათ. 25 წლის ცენტრალური მცველი მასი გასულ სეზონში ესპანეთის მესამელიგელ "ოლოტში" ირიცხებოდა, სადაც 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გაროსის და კიერემეს მსგავსად, მასიც 2016/17 წლებში "გავაში" ირიცხებოდა. ის "ჟირონას" აღზრდილია და მის პირველ გუნდშიც უთამაშია, თუმცა მაშინ "ჟირონა" სეგუნდა დივიზიონში გამოდიოდა.

ვნახოთ, ამ სამი ფეხბურთელიდან რამდენი მოაწონებს თავს კახი კაჭარავას.

altთბილისის "დინამოში" ესპანელი ფეხბურთელები ისინჯებიან [PHOTO]


altვის დაიმატებს "დინამო"? - დედაქალაქურ გუნდში ესპანელი ფეხბურთელები ჩამოდიან