თბილისის "დინამოში" ესპანელი ფეხბურთელები ისინჯებიან [PHOTO]

AutoSharing Option
დინამოელებმა დიღმის ბაზაზე მორიგი წვრთნა გამართეს. უამინდობის გამო სამწვრთნელო შტაბმა ვარჯიში სატრენაჟორო დარბაზში ჩაატარა. დღევანდელ ვარჯიშს არაერთი ფეხბურთელი აკლდა, რომლებიც ეროვნულ, ახალგაზრდულ და 18 წლამდე ნაკრებებში არიან მიწვეულნი.

ვარჯიშზე არ გახლდათ ასევე მთავარი მწვრთნელი კახი კაჭარავაც, რომელიც ეს დღეები სამწვრთნელო PRO ლიცენზიის მორიგ ეტაპს გადის.

სამაგიეროდ წვრთნაში მონაწილეობას იღებდნენ ესპანეთიდან ჩამოსული ფეხბურთელები. 29 წლის ფორვარდი ბორის გაროსი და 22 წლის ნახევარმცველი ალექსანდერ კიერემე.

ბორის გაროსი ბოლოს "რეკრეატივო უელვაში" გამოდიოდა, ხოლო განელი წარმოშობის ალექს კიერემე საფეხბურთო კლუბ "გავაში" ასპარეზობდა. იგი "ალბასეტეს"
სკოლის აღზრდილია და მანამდე სწორედ ამ გუნდში თამაშობდა.

სანაკრებო პაუზის პერიოდში სამწვრთნელო შტაბი დააკვირდება მათ და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ. კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი, 25 წლის ცენტრალური მცველი კარლეს მასი, რომელიც "ჟირონას" ღირსებას იცავდა, საწვრთნელ პროცესს ხვალ შეუერთდება.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ესპანელი მცველი მომეწონა LALIGA2 ნათამაშები ბლომად აქვს თასზეც ყომარობდა მოკლედ გამოცდილება აქვს და მგონი რომ დაგვხატავს 29 წლის ფორვარდი უკვე ასაკში 1 წლით მოყავთ ? გოლის გატანის ალღო აქვს მარა ასაკშია და როგორც ჩანს ამ სეზონს ჩაამთავრებინებენ რომ სდომოდათ უკეთესებს მოძებნიდნენ ძალიან სუსტი აგენტები ყავთ :)
NIGHT
10:57 30-05-2018
2
ბორის გაროსს არა უშავს, დანარჩენები რავიცი რავიცი
შაკო
10:56 30-05-2018
1

სიახლეები პოპულარული