ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"სამტრედია" ორმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
"სამტრედიას" საიტი გუნდიდან ორი ფეხბურთელის წასვლას იუწყება.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს გივი ქარქუზაშვილმა და დათო კირკიტაძემ.

31 წლის მცველმა ქარქუზაშვილმა ამ სეზონში ეროვნული ლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 25 წლის ნახევარმცველმა კირკიტაძემ 18 მატჩში.