ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის დარჩენილი სამი მატჩი ჩატარდა.

ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ უგოლოდ გაიყარნენ. თამაში დაძაბული გამოვიდა. 54-ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევისას არაბიძესთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა გუნდის მცველმა კიკე ლოპესმა და დედაქალაქელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს. 86-ე წუთზე ტრავმა მიიღო დინამოელთა ნახევარმცველმა მოისწრაფიშვილმა, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. კომპენსირებულ დროში „ტორპედომ“ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და ფრეს დასჯერდა. „ტორპედო“ 19 ქულით მეოთხე ადგილზეა, თბილისის „დინამო“ კი 14 ქულით - მეხუთეზე.

„დილამ“ „თელავს“ 1:0 სძლია, 27 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა და 10 მაისს “ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო 11 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ 11 მაისს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

„იბერია 1999“-მა გასვლაზე 3:0 დაამარცხა აუტსაიდერი „სამტრედია“, 29 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 10 მაისს თბილისის „დინამოსთან“ გამართავს. „სამტრედია“ იმავე დღეს „გაგრას“ შეხვდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - დინამო (თბ) 0:0

გაძევება: კიკე ლოპესი (54, დინამო თბ)

თელავი. „კავკასიონი არენა“

თელავი - დილა 0:1

გოლი: ვაუტერი (78)

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“

სამტრედია - იბერია 1999 0:3

გოლები: 0:1 გ. კოხრეიძე (53), 0:2 ქარდავა (68), 0:3 სილა (90+4)

სოსო
მთავარი მაინც ისაა,რომ დილას უყურებ და ხედავ,რომ მეტოქეზე ნაკლები რესურსი აქვს,მაგრამ ბოლომდე ბრძოლით და თავგანწირვით გააქვს ლელო.სხვა გუნდებს თითქოს მეტი რესურსი აქვთ,ოსტატობაც,მაგრამ იმდენს ვერ აღწევენ,რამდენსაც დილა.უცხოეთიდან მოყვანილებიც,დილაში უფრო იხსნებიან,ვიდრე სხვაგან.ესე იგი,როცა მოჰყავთ,უკვე იციან,მას რა შეუძლია და მისგან მაქსიმუმსაც იღებენ.გუნდი,თავის ფინანსურ რესურსებს,სწორად იყენებს.
fans
რო იძახი გორი მესამე ადგილზე ზემოთ ვერ ამთავრებს ჩემპიონატს და ორი ეტაპის გავლა არაფერაო იცი რამდენი მიზეზი არსებობს რატოც ვერ იკავებს მესამე ადგილზე მეტს? ყოველ წელს რო გუნდს აკეთებ და მაინც სამეულში ხარ, ევრო თასებზე რო ორ ეტაპს გადიხარ ერთი წლის გუნდით ცოტაა? ან ვის უნახია გორის დილა ევრო თასებზე შერცხვენილა? დილაა ერთადერთი გუნდი საქართველოდან ვისაც ზედიზედ ორჯერ ევროპა ლიგის ფლეი ოფი აქვს ნათამაშები და კონფერენს ლიგა რო ყოფილიყო მაშინ ორჯერ ჯგუფში იქნებოდა. ისე დილას რო დინამოების და ტორპედოს ბიუჯეტი ქონდეს მაგათზე ბევრად კარგ შედეგს დადებდა.
fan
რა გუნდებს ადარებ ქართულ კლუბებს. იმათი მეასედი ბიუჯეტი რომ ჰქონდეთ კიდევ კარგი მერე გორი რომ მოგაქვს მაგალითად რა ქნა გორმა, მესამე ადგილს ზევით ვერ ამთავრებს და თასს ვერ იგებს ევროტურნირებზე მხოლოდ შარშან რახან ერთი ეტაპიტ მეტი გაირა შედეგია? იმედია მარტო ერთი ხარ ეგრე ვინც ფიქრობს ))
ქედო საკოხია
უკრაინელმა მწვრთვნელმა დაშალა გორის "დილა", მაგრამ ვერაფერი დააკლო. აი, ბათუმში კი ჩაკლა ფეხბურთი!
ბეჟოს
საკუთარ ქალაქს მამაქალაქს რომ არქმევ დედაქალაქის "საპირწონედ" კომპლექსები სად არის და ვის აქვს ნათელია
ბეჟო
დინამოს კომპლექსი აქვს ტორპედოს! ჯუნგლები ადრე რო ავსებდნენ კლასიკოე სტადიონს სულ ვუგებდით, ამიტომ ხალხმაც უნდა იაქტიუროს ძველებურად და იმედია შემდეგ წრეში მაინც მოვუგებთ მამაქალაქში!

ტორპედო არის სამარცხვინო გუნდი რომელიც დაბალ ლიგევში უნდა ასპარეზობდეს..გულშემატკივრები კი ჩხეტიანის დაქირავებული ბრბოა ვისაც ეხება მხოლოდ ისინი!
სოსო
უცხოელების მოყვანის სტრატეგიაზე გეთანხმები,მაგრამ ბალანსია საპოვნელი.თუ ძალიან ბევრს მოვიყვანთ,ადგილობრივ ახალგაზრდებს,გაუჭირდებათ შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება და ამის გარეშე,ზრდაც შეუძლებელი იქნება.შვერიცარიის და ავსტრიის დონე კი,საუკეთესო შემთხვევაშიც ,საკმაოდ შორეული მომავლის თემა მგონია.ძალიან ბევრით გვისწრებენ და ვერც ფინანსებით გავუწევთ კონკურენციას.ინფრასტრუქტურაც გაცილებით უკეთესი აქვთ და ორგანიზაციაც.მათი ქვეყნები დალაგებულია,ჩვენთან კი,ყოველწიურად რაღაც კატაკლიზმები გვატყდება თავს და ფეხბურთისათვის აღარავის სცალია.ფეხბურთს საკმაოდ დიდი ფული სჭირდება,რომელიც არ მოვა,ქვეყანაში თუ მუდმივი არეულობაა.ამისი უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს და ვხედავთ,რომ ამ რეალობას ვერსად გავექცევით.ფეხბურთსაც და ქვეყანასაც,მშვიდობა სჭირდება,რომ განვითარდეს.ისეთი მთავრობა სჭირდება,რომელიც ქვეყანაში სპორტის განვითარებაზეც იზრუნებს და დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაზეც.რაც უფრო მცირდება ქვეყნის მოსახლეობა,მით უფრო ცოტა გვეყოლება,ფეხბურთში თუ სპორტის სხვა სახეობებში მოვარჯიშე.რა თქმა უნდა ნიჭიერი ბიჭების რაოდენობაც შემცირდება და წინსვლაც გაჭირდება.შარშანაც,საქართველოს მოსახლეობა,კიდევ 1,1%-თ შემცირებულა და ეს,უკვე რამდენი წელია გრძელდება.ასეთ პირობებში ავსტრია-შვეიცარიასთან ქვეყნის ჩემპიონატის გათანაბრაბებასთან ოცნებაც კი,გადაჭარბებული ოპტიმიზმი მგონია.ამას წინათ რადიოში,ამერიკაში წასული ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის საუბარს გადავაწყდი.არც ის ვიცი,ვინ იყო და არც ის,რომელი რადიო.იქაურ სწავლის პროცესზე ლაპარაკობდა და ასეთი რამე მოჰყვა.ჩვენ გუნდში,მთელი ლიგის მვპ თამაშობს,მაგრამ ცუდი მოსწრება ჰქონდა და ვინც ცუდად სწავლობს,მათ თამაშის უფლებას არ აძლევენ,სანამ კარგი შეფასებები არ მიიღო,ლიგის 20(!)თამაშის გამოტოვება მოუწიაო.ეს ლიგის საუკეთესო კალათბურთელზე იყო ლაპარაკი.მოზარდების განათლებაზე ასე უნდა ზრუნვა,რადგან ჯერ სრულფასოვან ადამიანად უნდა აღზარდო და დანარჩენი,მასზე დააშენო.ეს საქართველოს დაქცეულ განათლების სისტემას შეეხება,უმაღლესის დიპლომებს რომ იღებენ და წერა კითხვაც არ იცის,ზოგიერთმა.სასკოლო განათლების პროგრამები და პროცესი კი,ამდენი რეფორმებით,ბოლომდე დაანგრიეს და ბავშვები,რეპეტიტორებზე აღმოჩნდნენ დამოკიდებულნი.ბავშვებმა ბავშვობა დაკარგეს,რადგან თამაშის და სპორტისათვის დრო აღარ რჩებათ,აღარც წიგნისა და თვითგანვითარებისათვის.აქედანაცაა,ტელეფონ-კომპიუტერზე ასე მიჯაჭვული და მოდუნებული ახალგაზრდობა რომ გვყავს.
Ქუთაისი
აქ ერთხელ ერთმა ქუთასელმა დაწერა გააგდეთ რა ეს დინამო ქვედა ლიგაშიო. ეტყობა ოცნება აქ და რა ქნას. მერე მე კი უპასუხე სულ რო დაიშალოს დინამო,ისტორია დარჩება მეთქი და ეგ არი მერე ნაკრებში ვის უგულშემატკივროთ ქუთაისის თუ ბათუმის გაზრდილ ფეხბურთელებს მეთქი? არაბიძე კი არა და ეს მსაჯი რო გამოიძახონ ნაკრებში არ გაწყობთ ქუთაისელებო? გაყარეთ ეს ლეგიონერები და გააგდეთ ეს ტორპედო.მსაჯიანად 12 კაცმაც ვერ მოუგეთ 10 კაცს.სამარცხვინოები ხართ
შახრუდინი
ვეთანხმები კომენტარებს…უნდა მიბაძოს გუნდებმა გორის დილას.ხარისხიანი ლეგიონერები მათი გაყიდვა 2-3 სეზონის შემდეგ ფულის შოვნა და იგივე დონის პრ პერსპექტიულების მოყვანა მხოლოდ ასე მიაღწევენ შედეგს ქართული გუნდები არ გამოდის რა ამ ჭ კლასის ქართველებით შედეგის მიღწევა განსაკუთრებით ევრო სარბიელზე.შეიგნეთ რომ აღარ ვართ საბჭოთა კავშირში და არ არის აუცილებელი მარტო ქართველები გყავდეს გუნდში…ჩვენ ამისთვის გვყავს საქართველოს ნაკრები.რამდენი ესპანელია მადრიდის რეალში ?რამდენი გერმანელია ბაიერნში?რამდენი ინგლისელია სიტიში?მერე უკვე გუნდები როდესაც დაიწყებენ ევროტურნირებზე გასვლას აღარც ისე ასე თუ ისე ნორმალური ქართველები გაიქცევიან უზბეკეთში და ყაზახეთში დაიქნება ძლიერი ჩემპიონატი ავსტრიის შვეიცარიის დონის მიახლოებით მაინც
რაბუ
როდის უნდა მოუგოთ ბოლობოლო ამ დინამოს ? სუსტი შემადგენლობა, კაცნაკლული გუნდი, ეგ კიარადა ლამის წააგეს კლიაიჩი რომ არა.
ქომაგი
მიბაძეთ გორის დილას სხვა გუნდებო, გაიგეთ როგორ უნდა მოიყვანო გუნდში კარგი ლეგიონერები, როგორ უნდა გამოიყენო და მერე სარფიანად გაყიდო. ისიც იკითხეთ ყოველ წელს ახალი აწყობილი გუნდით სულ სამეულში როგორ უნდა იყო და თან ლამაზ შემტევ ფეხბურთს თამაშობდე.
დათა
სახლშიც ვერ მოუგო? ტეხავს
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
7-ქალა | არის პირველი მოგება!
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
[VIDEO] დარბაზი დაინგრა - საოცრება არგენტინის ჩემპიონატის საკალათბურთო მატჩში
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
"სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ ირბენს, არ ითამაშებს" - ჩაბი ალონსო
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
პსჟ-ს სარეკორდო დასწრება, ხვიჩას როლი გამარჯვებაში და ფიფას რეაქცია
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. II ტური. "იბერია 1999" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. I ტური. "დილა" - "გარეჯი" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. II ტური. "თელავი" - "კოლხეთი 1913" [LIVE]
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"დილამ" "სამგურალის" ყოფილი კაპიტანი დაიმატა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
კახური დერბი "თელავმა" მოიგო
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დილა" - "თელავი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. V ტური. "სამგურალი" - "იბერია 1999" [LIVE]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
საქართველოთი მოხიბლული მაიდა - გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი "ტორპედოში" გადავიდა [PHOTOS]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "ტორპედო" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედო - "თელავი" [LIVE]
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ეროვნული ლიგა. III ტური. "დილა" - "იბერია 1999" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]