ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

დღეს ეროვნული ლიგა 2-ის მატჩები გაიმართება

AutoSharing Option
დღეს, 2 აგვისტოს ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგაში ერთთვიანი პაუზა იყო.

მეორე წრე მე-19 ტურის მატჩებით გაიხსნება. კონკრეტულად კი, დღეს ეროვნული ლიგა 2-ის 3 მატჩი გაიმართება.

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე "შევარდენი" წყალტუბოს "სამგურალს" მიიღებს.

"თელავი" გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე სატურნირო ცხრილის ლიდერს, ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.

"ვიტ ჯორჯია" კი "მცხეთა პარკზე" "ცხინვალს" დაუპირისპირდება.

სამივე შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება.

"მერანი"-"გაგრა" და "შუქურა"-"ნორჩი დინამო" ხვალ, 3 აგვისტოს ჩატარდება.