ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXVI ტური: ტატანაშვილის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გოლით "საბურთალომ" "ჩიხურას" სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 26-ე ტურში "საბურთალომ" სტუმრად "ჩიხურა" 1:0 დაამარცხა.

მატჩი ძალიან საინტერესო გამოვიდა და სტუმრებმა გამარჯვების გოლი შეხვედრის დასასრულს გაიტანეს - შეცვლაზე შესულმა ტატანაშვილმა კოხრეიძის პასი მიიღო, მცველები მოატყუა და ჰამზიჩის კარი დალაშქრა.

დარჩენილ დროში საჩხერელები საპასუხო გოლის გატანას ამაოდ ცდილობდნენ და დამარცხდნენ.

"საბურთალომ" 59 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან "დინამოს" 4 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "ჩიხურა" კი 41 ქულით მე-4 ადგილზეა.

ივანწმინდა. "ცენტრალური"
ჩიხურა - საბურთალო 0:1
გოლი: 0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (85)
გაძევება: ბაქარ მირცხულავა (90)

ჩიხურა (4-4-1-1): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ), თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, კახა კახაბრიშვილი (დავით მეგრელიშვილი 73), ირაკლი ბუღრიძე, დენის დობროვოლსკი (დავით იონანიძე 88), მიშიკო სარდალიშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

საბურთალო (4-1-2-3), ლაზარე კუპატაძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, სანდრო ალთუნაშვილი (ელვინ ტერა 74), თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე (დიმიტრი ტატანაშვილი 81), ვლადიმირ დვალიშვილი (დავით ვოლკოვი 67), გიორგი კოხრეიძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი