ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

AutoSharing Option
"საბურთალო" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა - ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ლევან კორღალიძემ გუნდი დატოვა - ამის შესახებ Sportall.ge-ს თბილისურ კლუბში დაუდასტურეს.

16 ტურის შემდეგ "საბურთალოს" 23 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილზე იმყოფება, მალე კი კონფერენს ლიგაში ჩაერთვება, სადაც მათი პირველი მეტოქე 14 ივნისს გაირკვევა.

კლუბში ფინანსურ პრობლემებსა და ფეხბურთელების წასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ კორღალიძემ "საბურთალო" უკვე მეორედ დატოვა. პირველად, 2020 წლის 18 სექტემბერს ჩაიბარა გუნდი, რომლიდანაც 2021 წლის 14 აპრილს წავიდა, ახლა კი 2-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა.

ახალი
მთავარი მწვრთნელის შესახებ მოგვიანებით გაირკვევა, "საბურთალო" კი უახლოეს ტურში, 16 ივნისს, აუტსაიდერ "ლოკომოტივს" ესტუმრება.

altლევან კორღალიძე: დასამატებელი ლეგიონერი ადგილობრივ ფეხბურთელს ბევრად უნდა სჯობდეს

altლევან კორღალიძე: გვსურს ევროტურნირებზე კარგად წარმოვაჩინოთ თავი და რამდენიმე ეტაპი გადავლახოთ

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხეჩოიანს არ უნდა ფულის ხარჯვა,ეხლა ვერ ახერხებს თამშების გარიგებას
ლაშა
11:40 09-06-2022
4
უკვე ოთხი თვეა ხელფასი არ აუღია ფეხბურთელებს,თამაშზეც არ აპირებენ გასვლას…
მშობელი
10:33 09-06-2022
1

სიახლეები პოპულარული