ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური: "რუსთავი" და "დილა" ფრეზე შეთანხმდნენ

AutoSharing Option
29 ნოემბერს "რუსთავმა" ეროვნული ლიგის XXXIV ტურში გორის "დილას" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე უმასპინძლა. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

შეხვედრა ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა მატჩის მიწურულს, "დილა" მოედანზე კაცნაკლული დარჩა - მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ამოს ნონდის და მოედნიდან გააძევა.

ამ ფრის შემდეგ "დილა" მეოთხეადგილოსან "ჩიხურას" 3 ქულით ჩამორჩა.

თბილისი. მიხეილ მესხი 2
რუსთავი-დილა 0:0

რუსთავი. 4-2-3-1: ომარ მიგინეიშვილი, გიორგი პაპავა, ლუკა სილაგაძე, ბექა ქავთარაძე, ელგუჯა ლობჯანიძე, დავით კვირკველია, თემურ
ჩოგაძე, ხვიჩა კვარაცხელია, პაპუნა ფონიავა, თორნიკე კირკიტაძე, ვარლამ კილასონია

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

დილა. 4-1-2-3: ლუკა გუგეშაშვილი, გია ჩადუნელი, ამოს ნონდი, ნოდარ ქავთარაძე, ლევან ნონიკაშვილი, მიკოლა კოვტალიუკი, ისიფუ ლემპტი, ერიკს სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, ლეანდრო რიბეირო, ანზორ სუხიაშვილი

მთ. მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ