"დილას" ჩემი დაახლოებით 15 000$ მართებს... გეტყვით, რა გააკეთეს, კიდევ 30 000$ რომ არ მიმეღო" - დემჩენკოს ინტერვიუ უკრაინულ გამოცემასთან

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ უკრაინულ "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში გორის "დილადან" წამოსვლაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მის ყოფილ კლუბს მასთან დაახლოებით 15 000 დოლარის დავალიანება აკავშირებს.

გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს უკრაინელი სპეციალისტის მონათხრობიდან, რომლებიც ჩვენთვის დღემდე უცნობი იყო:

"ექვსი თვის წინ "დილასთან" კონტრაქტი მეწურებოდა და აქ ყველაფერი მომწონდა. ხელმძღვანელობას მივმართე, რომ ახალი 1+1 სისტემის ხელშეკრულებას გავაფორმებდი, მაგრამ ანაზღაურება უნდა შეცვლილიყო. 

მათ მითხრეს, რომ ისინიც კმაყოფილნი იყვნენ. კიდევ ერთი წელი ძველ ხელფასზე ვიმუშავებდი და მერე ისევ შევხვდებოდით და დავილაპარაკებდით.

საუბარი იყო
ანაზღაურების მცირე გაზრდაზე და კონტრაქტის 2 წლით გააგრძელებაზე ხელს მოვაწერდი, მაგრამ ისინი ამაზე არ წავიდნენ.

შემდეგ შრომითი ხელშეკრულება დასრულდა. აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან მომხიბვლელი წინადადებები მივიღე, გამართული ინფრასტრუქტურა და თანაც, 3-ჯერ მეტს მიხდიდნენ!

"დილას" შევატყობინე, რომ წასვლა მინდოდა, მათ კი მითხრეს: "ანდრეი, ძმასავით გთხოვთ, 1 წელი კიდევ ჩვენი პირობებით დარჩი".

არც კი მკითხეს, რა მინდოდა ან როგორ ვხედავდი ამ სიტუაციას... მითხრეს, რომ ხელფასს 1000 დოლარით გამიზრდიდნენ, მეტის გაკეთება კი არ შეეძლოთ, მაგრამ კონტრაქტში ჩამიდებდნენ პუნქტს, რომლის მიხედვითაც,, ევროთასების დასრულების შემდეგ, ჩემი შრომითი ხელშეკრულების გამოსყიდვა 25 000 ევროდ შემეძლებოდა.

ამას იმიტომ მთავაზობდნენ, რომ ხელფასის 3-4-ჯერ შემცირებაზე დავთანხმებოდი, ვიდრე აზიელები მპირდებოდნენ. უარი ვერ ვთქვი, რადგან სული ჩავდე ამ გუნდში და მინდოდა რაღაცისთვის მიმეღწია ევროპაში, თანაც ჩემი ოჯახი საქართველოში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. 

"დილას" ახლაც კი ჩემი დაახლოებით 15 000 დოლარი მართებს, რაც ევროპულ ტურნირზე დაფიქსირებული შედეგების გამო უნდა მიმეღო, მაგრამ მეუბნებიან, რომ ფული არ აქვთ.

გინდათ, კიდევ ერთი საინტერესო ისტორია მოგიყვეთ? - კონტრაქტში მეწერა, რომ ფეხბურთელების ტრანსფერებიდან 3%-ს მივიღებდი. 25 აგვისტოს წავედი გუნდიდან და 28-მდე არ გაყიდეს გეილი, რომ მისი ტრანსფერიდან ჩემი წილი 30 000$ დოლარი არ ამეღო. 1,5 წელი ვიმუშავე ადამიანთან, სული და გული ჩავდე და 3 დღეში ყიდიან, რომ არ გადამიხადონ. ეს არ იყო ვაჟკაცური მათი მხრიდან. 15 000$-ზეც დავთანხმდებოდი, მაგრამ სანამ ბათუმში არ წავედი, არ გაყიდეს...".

alt"ეს კაცური საქციელი არ არის! მათ დიდი ფული მოვუტანე" - გორში დაბრუნებულ დემჩენკოს დოლარის კუპიურები გადააყარეს

alt"რაპიდმა" გეილს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

altგეილის ტრანსფერიდან მნიშვნელოვან თანხას "ჰონვედი" მიიღებს

მკითხველის კომენტარები / 22 /
Უკრაინელი კაცი? Საკუთარ დედას იმასიზავს და მაინც გაგყიდის.არარსებულია არ გაგყიდოს.ვისაც მხოლოდ ტელევიზორში გყავთ უკრაინელი ნანახი თქვენ თქვენსას მიაწექით
jordan beli
08:01 28-09-2023
11
Თქვენ რო ფეხბურთელის აღზრდაზე იპარაკაბთ....არა გცხვენია ჩვენწელთაღრიცხვიან დღემდე ფეხბურთელი არ გაგიზრდიათ
ლექსო-ს
23:46 27-09-2023
6

სიახლეები პოპულარული