ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

გიორგი შაშიაშვილმა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
"დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა პოსტი დატოვა - ამის შესახებ გორული კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.

"გორის "დილა" მადლობას უხდის გიორგი შაშიაშვილს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში." - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში

37 წლის სპეციალისტმა "დილა" გასული სეზონის შუაში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 18 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 8-ში გაიმარჯვა, 5 ფრედ დასრულდა, 5-ჯერ კი დამარცხდა, საბოლოოდ ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

გიორგი შაშიაშვილის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

altუკრაინა, ბრაზილია, საფრანგეთი - ეროვნული ლიგის სამი საუკეთესო

ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით
ასევე დაგაინტერესებთ