ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამომ" ჩისკოს დაბრუნება დაადასტურა

AutoSharing Option
ადრეც იყო ცნობილი, რომ ესპანელი ჩისკო თბილისის "დინამოში" დაბრუნდა, ახლა კი ეს ოფიციალურად კლუბმა დაადასტურა.
ის გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი იქნება.

„დინამო“ ჩემს გულშია და აქ დაბრუნებით ბედნიერი ვარ“, - წერს ჩისკო "დინამოს" საიტზე.

ჩისკო "დინამოში" 2011-2015 წლებში თამაშობდა და მისი კაპიტანი იყო.

"დინამო" 24 იანვრამდე შეკრებაზე თურქეთში იმყოფება, სადაც 19 იანვარს "ზორიას" წაესპარინგება.