ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

დემეტრე ბულისკერია "დინამოდან" "ლოკომოტივში" გადავიდა

AutoSharing Option
19 წლის მეკარე დემეტრე ბულისკერია თბილისის "დინამოდან" თბილისის "ლოკომოტივში გადავიდა. ამ ინფორმაციას "ლოკომოტივის" საიტი ავრცელებს.

"ლოკომოტივმა" ბულისკერიას სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ის "დინამოს" აღზრდილია და გასულ სეზონში ეროვნული ლიგის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დემეტრე საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრი და 21 წლამდე ნაკრების კანდიდატია.