ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამომ" "ტორპედოს" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" თავისი ვებგვერდით იუწყება, რომ 26 წლის შემტევი ნახევარმცვლით, გიორგი კუხიანიძით გაძლიერდა.

კუხიანიძემ "ტორპედო" დატოვა და "დინამოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მან საფეხბურთო კარიერა "ტორპედოში" დაიწყო, აგრეთვე "ზესტაფონში", "შუქურასა" და "ლოკომოტივში" ასპარეზობდა".

შეგახსენებთ, ახლახან "ტორპედოდან" "დინამოში" ნახევარმცველი ლევან კუტალია გადავიდა.