"სალამანკა" ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში - სეგუნდა B-ში ასპარეზობს და პირველ ჯგუფში მე-8 პოზიციას იკავებს.
მიკოლა კოვტალიუკმა ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 21 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ბომბარდირებს - გიორგი გაბედავას და ბუდუ ზივზივაძეს ჩამორჩა.
მას კარიერის განმავლობაში კიევის "არსენალის", "პოლტავას", ფოთის "კოლხეთის" და თბილისის "დინამოს" რიგებში უთამაშია.
გორის "დილა" უკრაინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 375 ათას ევროს ითხოვს.
უკრაინულმა საიტმა "დილას" თავდამსხმელი კოვტალიუკი 11 საუკეთესო ლეგიონერს შორის დაასახელა