ბათუმის "დინამოს" საყრდენი ნახევარმცველი ბექა ვარშანიძე 6-თვიანი იჯარით თბილისის "შევარდენი 1906"-ში ითამაშებს - ამის შესახებ აჭარული კლუბის Facebook-გვერდი იუწყება.
"ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. "შევარდენში" მეტი სათამაშო დრო მექნება და ვიცი, რომ 6 თვეში "დინამოს" უკეთეს ფორმაში მყოფი დავუბრუნდები" - განაცხადა ბექა ვარშანიძემ.
ბათუმის "დინამო" ეროვნულ ლიგაში გასული სეზონის შემდეგ აღზევდა. კლუბმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა და ორ ლიდერს შეელია - კლუბი გელა გოგიტიძემ და ლევან შარიქაძემ დატოვეს.
აჭარული კლუბი ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონს "საბურთალოსთან" მატჩით 1-ელ მარტს გახსნის.