ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა

AutoSharing Option
ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

"გუნდი მადლობას უხდის ლადოს კლუბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობის პერიოდში მოპოვებული არაერთი გამარჯვებისთვის.

გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ლადოს ევრო 2024 - ზე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად, ასევე, პირად ცხოვრებასა და კარიერაში", - წერია განცხადებაში.

დვალიშვილი ამ პოსტზე 2020 წლიდან მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 21 /
დევნენკო მიაყყოლონ
გოჩა
07:35 31-05-2024
0
ეს ადამიანი საერთოდ უნდა მოაშორონ ჩვენს ფეხბურთს.ბიბლიური იონასავით ბედასლია
ჯუდო
23:08 30-05-2024
3

სიახლეები პოპულარული