ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "ლოკომოტივის" მიმართვა თბილისის "დინამოსა" და სტეფან სიკაჩს

AutoSharing Option
"ეროვნული ლიგის მატჩში, თბილისის „დინამოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის, დინამოელთა მეკარემ - სტეფან სიკაჩმა ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ფეხის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. გოლკიპერს საკუთარ საჯარიმოში ფეხი დაუცდა და დაეცა, რის შემდეგაც მის კარში გოლი გავიდა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ დინამიკურ ეპიზოდში „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა დავით სამურკასოვმა წესების სრული დაცვით იმოქმედა. მას არ შეუნიშნავს მეტოქე გუნდის გოლკიპერის ვარდნა, რომელიც ტრავმით იყო გამოწვეული და ყველაფერი წამის მეასედში მოხდა.

აქვე, ჩვენი კლუბისა
და ფეხბურთელების სახელით, ვაფიქსირებთ, რომ ზედმიწევნით ვიცავთ სამართლიანი თამაშის - ფეარ-პლეის პრინციპებს და მომავალშიც აუცილებლად ასე იქნება. ვწუხვართ, რომ ზემოხსენებული ეპიზოდი სტეფან სიკაჩის ტრავმით დასრულდა.

სიკაჩს თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ფეხბურთელი რამდენიმე დღეში დაბრუნდება და რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს.

მთელი კლუბის სახელით, ვუსურვებთ სტეფანს მალე გამოჯანმრთელებასა და მოედანზე დაბრუნებას".

fcloco.ge