თბილისის "დინამოს" ყოფილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა უკრაინელმა მცველმა დმიტრო ივანისენიამ თავის სამშობლოზე უარი განაცხადა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

ის 2021 წლიდან "კრილია სოვეტოვის" ღირსებას იცავს და სამარული კლუბი არც რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ არ დაუტოვებია.

2022 წლის აპრილში ფეხბურთელის მეგობარმა არტემ გრომოვმა ინტერვიუში განაცხადა - "ჩემი მეგობარი დიმა ივანისენია რუსეთში ჩარჩა. არ შეუძლია წამოსვლა, გუნდი კონტრაქტის გაწყვეტის საშუალებას არ აძლევს. ისეთ პირობებს უყენებენ, რომ ამისათვის თავი უნდა გაყიდოს."

30 წლის უკანახაზელს 2019 წელს უკრაინის ნაკრებში ერთადერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. თბილისის
"დინამოს" ღირსებას 2018 და 2019 წლებში იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვთქვათ კლუბი არ უშვებს, მოქალსქეობის მიღებაც აიძულეს? ახლახანს უკრაინელი სპორტსმენების მთელი ჯგუფი დარჩა ევროპაში, რათა მოსალოდნელ მობილიზაციას დააღწიონ თავი... და საერთოდ, უკრაინის მოსახლეობის 80 პროცენტი რუსია, არ უნდათ ზელენსკის და ბაიდენისთვის ომი
დავითი
06:41 05-06-2024
18
ასე როგორ უნდა დაცე! შეიძლება სულაც რუსული ფესვები აქვს და დაუბრუნდა სამშობლოს
ნინა
18:52 04-06-2024
5

სიახლეები პოპულარული