თბილისის "დინამოში" სინჯებზე კიევის "დინამოს" ექსმცველია

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფ თბილისის "დინამოში" სინჯებზე კიევის "დინამოს" ყოფილი მცველი იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონმა "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:

"დღეს დინამოელებმა ორჯერადი წვრთნა გამართეს, ხვალ კი კახა ჩხეტიანის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარულ არდას შეხვდება.

თბილისელებთან ერთად უკრაინელმა ფლანგის მცველმა ივან ტრუბოჩკინმა ივარჯიშა. სინჯებზე მყოფი ფეხბურთელი დინამო კიევის აღზრდილია და ბოლოს დონეცკის ოლიმპიკის ღირსებას იცავდა. გუნდი დატოვა ასევე სინჯებზე მყოფმა იგორ ჩუკოვიჩმა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
გუნდში ელვა გყავდეს და ჩხეტიანი და გაძლიერებაზე ფიქრობდე კიდევ?
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
13:11 25-01-2020
3
ფარცვანია ჩამოგეყვანათ რა იქნებოდა, უკლუბოდაა და ძალიან სწრაფი ფეხბურთელია
Toko
11:42 25-01-2020
3

სიახლეები პოპულარული