ქუთაისის "ტორპედო" გადარჩა - კლუბი იტალიელ ინვესტორს გადაეცა!

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" თავისი "ფეისბუქის" გვერდით მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

"მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც "ტორპედოს" თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. "ტორპედოს" გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა!

როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო გვიდასტურებს, რომ ქუთაისის მერიასა და იტალიელ ინვესტორს შორის შეთანხმება შედგა და კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს.

შეთანხმების დეტალები ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, "ტორპედო" დაახლოებით
8 თვეა კრიზისშია. კლუბიდან უკლებლივ ყველა ფეხბურთელი წავიდა (გარდა გრიგოლ დოლიძისა). ამ ხნის განმავლობაში უამრავი ვერსია გავრცელდა იმის შესახებ, როგორ დააღწევდა კლუბი კრიზისს თავს. საუბარი იყო როგორც ჩინელ ინვესტორებზე, რომლებთანაც ბოლო მომენტში ჩაიშალა შეთანხმება, ასევე კლუბის მფლობელობაში გადაცემა ფრანკფურტის "აინტრახტისთვის".

თუმცა, ყველა მოლაპარაკება რაღაც ეტაპზე წყდებოდა და "ტორპედოს" ამბები იქამდე მივიდა, რომ თუ ინვესტორი არ მივიდოდა 2020 წლის 27 იანვარს და არ გადაიხდიდა კლუბზე დაკისრებულ ვალს, რომელიც 2 მილიონს აჭარბებს, გუნდი გაცილებით დაბალ ლიგაში დაქვეითდებოდა.

და აი, დადგა ეს დღეც, დღე, როცა "ტორპედოსთვის" ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა და კლუბი შენარჩუნდა!", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო" Sportery.Ge-ს ექსკლუზიურ მასალაზე დაყრდნობით.

მკითხველის კომენტარები / 42 /
გილოცავთ მთელ ქუთაისს და მტლიანად საქართველოს საფეხბურთო ოჯახს
ქუთაიში ფეხბურტის დაღუპვა კატასტროფა იქნებოდა
ისევ ქუთაისის მერიამ იბრძოლა მგონი თორე ფედერაცია ბინოკლით Aკვირდებოდა ტორპედოს ჩაძირვას ალბათ
Samtredia
28 იანვარი 2020 11:15
11
საბჭოთა ნაკრების ხერხემალიო ხალხო...თქვენს ფანტაზიას მართლა არა ჰქონია საზღვარი.
აბა დუნეეს?
28 იანვარი 2020 14:30
3
დიახ საბჭოთა ნაკრების ფეხბურთელები იყვნენ: დიდი რევაზ ძოძუაშვილი, გივი ნოდია. რამაზ ურუშაძე. კოსტავა, სულაქველიძე, შენგელია და კიდევ სხვები. და ამით მთელი საქართველო ვამაყობდით.
გიზოგ
28 იანვარი 2020 15:34
1
ბევრს აეწვა ერთი ადგილი ტორპედოს პერსპექტივის ხილვა არ ესიამოვნათ მარა ეს კლუბი თქვენი ტანჯვამწამებელი მაგ ერთ ადგილს რბილი მალამოთი კიდევ მრავალჯერ "დაგიამებთ" და ეხლა კიდევ უფრო ძლიერად სიღრმისეულად როგორც მანამდე გინადგურებდათ მისი წარმატებებით თქვენ ნერვულ სტრესს ბოღმიანი ისტერიკების მჯღაბნელებო
Nastradamus
28 იანვარი 2020 14:02
11
გვარი აქვს ისეთი (moneyin) ჩადებს ფულს, კიდე კაი (moneyout) არ არის :)))
DAVE
28 იანვარი 2020 10:27
3
კარგი ამბავია, მაგრამ ეს შავი დროშა რა პონტია, მეკობრეები არიან? ან ქართულს რას ერჩით? გაგიჟდები კაცი, ყველას ყველაფერი როგორ კიდია
Giorgi Gorgadze
31 იანვარი 2020 15:34
0
ისე, ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ ააქვს, მაგრამ საფეხბურთო კლუბის დროშა მეკობრეთა დროშის სტილში და ტრაურის ფერებში ცოტა მეტისმეტი ხომ არ არის?
!!!!!
29 იანვარი 2020 15:14
0
ბოლო ბოლო სიმართლე თქვით რახდება ტორბედოში
კახა
28 იანვარი 2020 22:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული