ტყუილი თუ გაზვიადებული ინფორმაცია - რა კომპანიაა "ტორპედოს" ახალი სპონსორი?

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურ facebook-გვერდზე საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა, რომლის მიხედვით, კლუბს ახალი სპონსორი ჰყავს და საკმაოდ მრავალფეროვანი დახასიათება იყო წარმოდგენილი.

"ტორპედოს" ახალი გენერალური სპონსორი საერთაშორისო კომპანია "ედენარო" იქნება.

"ედენარო" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი ნივთის ნებისმიერი რაოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის, კრიპტოვალუტითაც, რითაც გამოირჩევა თავისი კონკურენტებისგან. კომპანია წარმატებულად მუშაობს როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში." - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

ონლაინ აყიდვების ქართველი მოყვარულებისთვის ეს საიტი უცნობია, თუმცა საწყის ეტაპზე ვივარაუდეთ, რომ ეს საიტი მხოლოდ საქართველოში არ ვიცოდით.

პირველ რიგში, საიტი
საძიებო სისტემებში გადავამოწმეთ და ვერაფერი ვიპოვეთ. შემდეგ კლუბმა კომენტარის სახით საიტიც წარმოადგინა edenaro.com/en/

თუმცა საიტზე გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზიის ნაცვლად, სრულიად ახალაწყობილ საიტზე მოხვდებით, სადაც მარაგში პროდუქციის უმრავლესობა მხოლოდ ერთი ცალი აქვთ. ამასთანავე, "საიტის შესახებ" ინფორმაციაში გაურკვეველი ტექსტი წერია. არ მუშაობს სხვადასხვა ბმული და ფასდაკლებების მითითებები. თითქმის არცერთ პროდუქციას არ აქვს შეფასება და მომხმარებელთა გამოხმაურება.

ამავდროულად, საიტზე მითითებული არცერთი სოციალური ქსელი არ მუშაობს. ვებგვერდის იტალიურ ვერსიაში ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს საიტების დეველოპერული კომპანიის მისამართს - demo@posthemes.com. კომპანიის მისამართი - The Barn, Henley in Arden B578 კი საიტების ასაწყობი ვებგვერდის თითქმის ყველა დიზაინს თან ახლავს. ტელეფონის ნომერი ციფრების რიგითობით წერია და სულაც არ წარმოადგენს ამ კომპანიის ნომერს - (+800) 123 456 789.

რაც შეეხება საიტის ინგლისურ ვერსიას, კომპანია კვიპროსულ ორგანიზაციას წარმოადგენს - BAREA INTERNATIONAL LTD, რომლის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება და ერთადერთი იმის გარკვევა შეიძლება, რომ 2018 წელს დაარსდა. მას "დედალოს ენტერპრაისი" და "ნილს ჯორგენ ლინდესკოვი" მართავს. რაც შეეხება "დედალოს ენტერპრაისის" საქმიანობას, ეს კომპანია ბიზნესებს ფინანსურ და სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.

მოკლედ, "ტორპედოს" სპონსორი, რომელიც მომავალ სეზონში კლუბის მაისურს დაამშვენებს - გაურკვეველი კომპანიაა. იმედია, კლუბი უფრო ზუსტ ინფორმაციას წარმოადგენს, რადგან მათი დახასიათება საიტისას არ ემთხვევა.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 41 /
როგორ შეიძლება "ედენარო"იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზია, როდესაც ელემენტარული ინფორმაციაც არ იძებნება ამ კომპანიის შესახებ?

21-ე საუკუნეში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პირობებში, კლუბის ეგეთი განცხადება ცოტა უცნაური და დამაბნეველია.
შეიძლება ახალი სტარტაპია ამ მფლობელის და რეკლამას უკეთებენ? ერთადერთი ახსნა ეგ მაქვს :დ

ჟურნალისტებს კი გმართებთ მეტი ინფორმაციის მოძიება და პირდაპირ ტორპედოს მენეჯმენტისგან ან მერიისგან მეტი ინფორმაციის მიღება მფლობელის შესახებ. მხოლოდ ლამაზად შეფუთული სიტყვები ისმის ჯერ და რეალური დასაბუთებული ინფორმაცია მფლობელის შესახებ არსად ჩანს.
Supporter
25 თებერვალი 2020 19:03
3
თავიდანვე დავწერე და ახლა უფრო ვრწმუნდები, უეჭველი აფიორაა. და საერთოდ იტალიიდან საქართველომდე რამდენი გუნდის ყიდვა შეეძლო, რომელი ჩვენთაგანი იყიდიდა კენიის ან მოზამბიკის გუნდს, ეგეც ეგრე ფიქრობს ჩვენზე, ან სხვა გარიგებაა, ვერ დავიჯერებ რა, თან ცოლშვილის ჩამოყვანა ტორპედო მერანის თამაშზე უეჭველი ალიბის შექმნას ემსახურება, მალე გამოჩნდება რომ ეგრეა, მაგას აფრიკის იქით გონია თავი ან ქართული აფიორაა იტალიელის დახმარებით
A
25 თებერვალი 2020 21:58
7
გაუნათლებელ ხალხს ყველა ასე ატყუებს, და მოაუტყუებს მომავალშიც. რასაც ვიმსახურებთ იმას ვიღებთ. მთავარია ერთმანეთს არ შევარჩინოთ არაფერი, სხვამ მოგვატყუოს რამდენიც უნდა.
dat
25 თებერვალი 2020 18:28
3
ერთი დღის წინ გაკეთბული საიტია, სადაც არც პროდუქციაა და არაფერი ,მხოლოდ ჩინური იაფფასიანი ნივთები ისიც არასრულად, ასევე არის შაბლონიდან აწყობილი ,რომელიც ინტერნეტ სივრცეში იყიდება პირდაპირ. დაუსრულებელია ვებსაიტი :)) მოკლედ ისეთ ტყუილს გვთავაზობენ რო უბრალოდ სირცხვილია მაგარი ინვესტორია :D:D
zaza
25 თებერვალი 2020 16:52
6
შემე ... თ და აფერისტი მგონია ეს იტალიელი
ემრე
25 თებერვალი 2020 15:58
4
ძალიან მინდა ტორპედოც და სხვა ქართული გუნდებიც ფეხზე დადგნენ,მაგრამ ტორპედოს ამბავი ცოტა ბუნდოვნად ჩანს , როგორც ახალი მფლობელი , ნეტა ვცდებოდე მაგრამ სუფთად არ ხდება აქ რაღაც ! წარმატებები ტორპედოს !
Levan1
25 თებერვალი 2020 16:14
5
რა სისულელეა. ცუდი სუნი ასდის ამ ყველაფერს,მაგრამ ვნახოთ რა იქნება..
ზუზუ
25 თებერვალი 2020 16:06
6
ქართველები არიან მაგ იტალიელის უკან შეიძლება ვაფშე ჩაჩავას ტრიუკებია მაგ ნაბიჟ ხო ამ მთავრობის მაფიოზია
დათო
25 თებერვალი 2020 16:54
10
ედენარო არა ....! ეხლა შევედი და ჩემი ფეხები, რა არ ჩავწერე არაფერი არ იყიდება!!! რა ედენარო?? სადა ბანაობთ? თქვენი სიაფანტი .....!!!/ აქ ადრე დავწერე , (ვინმემ ჟურნალისტმა კითხოს , ვინ არის? რას აკეთებს? რა გაუკეთებია? რა ბიზნესები აქვთ?? ) და ვიღაცეებმა დამიკომენტარეს, შენ ბოღმიანი ხარო და ქუთაისის გშურსო!!! ყველა ბოღმიანის ...!!!!/ არ ვარ ქუთაისელი , ან საერთოდ რა მნიშვნელობა აქ ამას?!უბრალოდ ნერვები მეხევა , ყველა ჩვენ როგორ უნდა გვაბოლებდეს!!!? იქით ედენაროებიი , აქეთ ფიფიები, ზოგი სტადიონზე ტვალეტს ვერ აშენებს, ზოგი ბალახს ვერ უვლის, ზოგი გასახდელს ვერ აშენებს! არადა ვითომ ინვესტორი მოვიდაა და ჩაიდო ფული საქმეში... ერთი სიტყვით დიდი ....ია!!!
Vasili
25 თებერვალი 2020 23:17
9
ამ კაცს აფერისტის სახე აქვს :)))))
.
25 თებერვალი 2020 17:37
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული