ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

რომან ფიფია: პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება

AutoSharing Option
მინდა მივმართო "დინამო თბილისის" თანამშრომლებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, აკადემიის წევრებს, გულშემატკივრებს და ყველა ადამიანს, რომელიც "დინამო თბილისის" დიდი ოჯახის წევრია.

იმ რთულ ვითარებაში, რომელიც ვირუსის გავრცელებამ გამოიწვია, მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ სოციალური პასუხისმგებლობა გამოხატული ერთმანეთის მოფრთხილებით, ვიყოთ იზოლირებულები და დავიცვათ ჰიგიენის წესები, რომელიც დღესდღეობით ვირუსთან ბრძოლაში ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. გვახსოვდეს, რომ ამით დავიცავთ ჩვენი და ჩვენი უფროსი თაობის ჯანმრთელობას. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, რთული დრო უდგას. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეწყვეტილია ეროვნული ჩემპიონატი, რასაც უდიდესი სპორტული და
ფინანსური ზიანი მოაქვს სპორტის ამ სახეობისთვის.

ფეხბურთი საჭიროებს ინტენსიურ, დინამიკურ მუშაობას და შესაბამისად, მისი ძველ კალაპოტში დაბრუნება არ იქნება ადვილი და დასჭირდება გარკვეული დრო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას. მთავარია, ვიზრუნოთ ერთმანეთზე. უფლის წყალობით ეს პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება. ჯანმრთელობას გისურვებთ!

სკ "დინამო თბილისის" პრეზიდენტი - რომან ფიფია

fcdinamo.ge