"ტორპედომ" "დინამო თბილისს" მოუგო, "თელავმა" "დილას" აჯობა

AutoSharing Option
დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტური. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივეში მასპინძლებმა მოიგეს. სერიები დასრულდა.

თელავი 1:0 დილა

"თელავმა" ნავსი გატეხა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. 1:0 გორის "დილასთან". ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა ახლო კუთხეში ძლიერი დარტყმით. ეს მორჩილაძის მეხუთე გოლია სეზონში.

მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, მაგრამ მეტი გოლი არ გასულა.

"თელავმა" ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა. "დილა" კი მესამე ადგილზეა.

ტორპედო 2:0 დინამო თბ

ქართულ კლასიკოდ წოდებული შეხვედრა ქუთაისელებმა მოიგეს. საინტერესოა, რომ "ტორპედომ" 2011 წლის მერე
პირველად მოახერხა დინამოელთა დამარცხება საშინაო მატჩში.

81-ე წუთამდე 0:0 იყო, მერე კი ქუთაისელებმა გაიხარეს. ჯერ მცველმა ნიკა სანდოხაძემ თავურით, მერე კი ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა არეულობაში მეკარეს დაასწრო და ახლოდან ცარიელ კარში გაიტანა.

ეს იონსენის მე-20 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ბომბარდირთა დავაშიც ოთხბურთიანი უპირატესობით ლიდერობს. "დინამო თბილისი" მეხუთე ადგილზეა, "ტორპედო" - მეორეზე.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნეტავ როდის გეᲨველება Შე საცოდავო? ეეეეეჰ ...... სახელი მაინც გადაირქვი და Თბილისის "რომანი" დაირქვი. არ ᲟᲦერს ცუდად მე რომ მკიᲗხოᲗ
დინამოელი
13:40 29-10-2024
4
მაგარი პირო შოუ მოაწყვეს ტორპედოს ფანებმა საქართველოსთვის საუცხოო,
გუნდმა მოიგო მარა სტივ კინს ყველა აგინებს და იმსახურებს კიდეც ეს კაცი მწვრტნელი არაა პირდაოირი გაგებით. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მოგიეს ფეხბურთელებმა თავისი შემართებით და არა სტივ კინმა. როდემდე უნდა აგინონ ტრიბუნებიდან ნეტავ???სირცხვილია ბატონო დავით კერესელიძე. როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ კაცის მარაზმი. მიხარია რომ დინამოს ნამსი გავტეხეთ. გუნდი მაინც ვერ თამაშობს აჭრილია და დალეგება უნდა სხვა შემთხვევაში გაჭირდება ჩემპიონობის მიღწევა და ევროტურნირებზე ხომ საერთოდ. არანაირი მონახაზი კომბინაციური თამაში, სამკუთხედის გათამაშება, ზონური დაცვა, ერთიანი პრესინგი, მესამედში სწრაფი ბურთის გადატანა და ასწ შემდეგ. ეს შოტლანდიელი ფიზკულტურის მასწავლებელი ისევეა მწვრთნელი როგორც მე ვარ მეტაფიზიკოსი.
M-33
12:05 29-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული