ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამომ" პერალესთან კონტრაქტი გაწყვიტა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ესპანელ მეკარე ხოსე პერალესთან კონტრაქტი გაწყვიტა, - ამის თაობაზე ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ესპანელი გოლკიპერის ხოსე პერალესის თბილისში ჩამოსვლა დროში საკმაოდ გაიწელა. ამას თან დაერთო სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი, რომლის გავლაც მეკარეს მოუწევდა, რაც მის გუნდთან შეერთებას კიდევ უფრო გადაავადებდა.

ამრიგად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბსა და გოლკიპერს შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა. დინამო თბილისი ხოსე პერალესს წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში".

ასევე დაგაინტერესებთ