ნომინალურმა მასპინძლებმა შეხვედრა იდეალურად, სწრაფი გოლით დაიწყეს - მე-7 წუთზე თამაზ მაქაცარიამ, რომელიც ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 წრის სიმბოლურ ნაკრებში ვერ შევიდა (ფორვარდის მოზიციაზე იქ მარტვილის "მერანელი" სილაა), გურამ სამუშიას პასი გოლად აქცია.
სტუმრებს გოლის გატანა აუცილებლად სჭირდებოდათ და მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს - გაგრელები აიძულეს, უკან დაეხიათ, თუმცა ქობულეთელები რეალური საგოლე მომენტის შექმნას ვერ ახერხებდნენ.
შეხვედრის ტემპი დაბალი იყო - ხშირი შეჩერებებითა და ნაკლები სანახაობით, გაწევ-გამოწევაც ვიხილეთ. საბოლოოდ, "გაგრამ" ანგარიშის შენარჩუნება და სასურველი მიზნის მიღწევა მოახერხა - კლუბი 10 წლის შემდეგ ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა.
12.12.21. თბილისის ზღვის ბაზა
"გაგრა" - "შუქურა" 1:0
გოლი: 1:0 მაქაცარია (7)
დღესვე, ეროვნული ლიგის მომავალი სეზონის უკანასკნელი მონაწილე გაიკვევა - 19:00 საათზე ქუთაისის "ტორპედო" მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს. პირველ შეხვედრაში მარტვილელებმა 2:0 გაიმარჯვეს და იმერლებს რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევთ.
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]