ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

არაბიძე ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა - ქართულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 200 000 ევრო გადაიხადა და "ნასიონალიდან" გამოისყიდა

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას დაიცავს.

ჩვენი სანდო წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი იმერულ კლუბთან დღეს 2-წლიან კოტრაქტს გააფორმებს.

Sportall.ge-სთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ "ნასიონალი" არაბიძის გამოსასყიდ თანხად 400 000 ევროს ითხოვდა.

საბოლოოდ, პორტუგალიელები ქუთაისელებს 200 000 ევროზე შეუთანხმდნენ, ოღონდ ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერიდან პროცენტებს მიიღებენ.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ არაბიძე თურქეთში გაფრინდება და გუნდს მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდება.
ასევე დაგაინტერესებთ