კვარაცხელიას დებიუტი ბათუმის "დინამოში" და გამარჯვება "თელავთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „თელავი“ 1:0 დაამარცხა.

მატჩმა ბათუმის „დინამოში“ კვარაცხელიას გადასვლის გამო განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, თამაში ლამაზი სანახავი იყო, მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 33-ე წუთზე პენალტით მამუჩაშვილმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ „დინამოში“ შეცვლაზე კვარაცხელია შევიდა, რომელსაც სტადიონზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ოვაციებით შეხვდა. ის აქტიურად ჩაერთო თამაშში, აჭარულმა გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, გაფრინდაშვილის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, საბოლოოდ კი შეხვედრა 1:0 დასრულდა.

გია გეგუჩაძის გუნდი 13 ქულით ლიდერია, ხოლო "თელავი" 7 ქულით
მეოთხე პოზიციაზეა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - თელავი 1:0
გოლი: მამუჩაშვილი (33, პენ)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე, მამუჩაშვილი, კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ფალავანდიშვილი (გაფრინდაშვილი 46), ალთუნაშვილი (ზარია 66), რადინი, ფლამარიონი (ლობჯანიძე 75), ჯიღაური (ჩაბრაძე 84), ფანცულაია (კვარაცხელია 46)

თელავი (4-2-3-1): სანიკიძე, ფაცაცია (ღაღანიძე 75), თევზაძე, თოლორდავა (კ), კაპანაძე, ქანთარია, მარაქველიძე (მახარობლიძე 46), აშორტია (ფირანიშვილი 75), ქოჩლაძე (ჯიქია 46), პავიშიჩი (მუჯირი 65), გოშთელიანი

მკითხველის კომენტარები / 49 /
ეგ ბიჭი ამ ვითომ გულშენატკივრებმა გააგიჟეს. ძალად ფანატები იმდენ სისულელეს წერენ, მენტალურად არიან შესამოწმებლები. ობიექტური კრიტიკა უფრო სასარგებლო რომაა ამას ესენი ვერ შეიგნებენ, როგორც ჩანს ვერც ადრესატი ეწევა ამ მოსაზრებას.
კოტე
20:31 03-04-2022
5
რამდენიმე დღის წინ საქართველოს რადიოს პირველი არხის პროგრამა "ასპარეზში",ცხონებული ანზორ ერქომაიშვილის მოგონებებს მოვუსმინე,ვლადიმერ ბარქაიას შესახებ.მოსკოვში, ადგილობრივ ტორპედოსთან თამაშობდა დინამო...ტორპედოში ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობდნენ,ვორონინი,რომელიც უკვე მსოფლიოშიც აღიარებული ვარსკვლავი იყო და მანოშინი,აგრეთვე სსრკ ნაკრების წევრი.ბურთი ბარქაიას აქვს,მანოშინი კი,მის წინააღმდეგ თამაშობს და ერთ მომენტში,ტრიბუნებიდან გაისმა ძახილი:"მანოშა!პაკაჟი ცირკ ბარკაია!მანოშა,ესე იგი მანოშინ,უჩვენე ცირკი,ბარქაიას!"ამ დაძახებაზე ბარქაია შეჩერდა,მანოშინი კი,მის შესახვედრად გამოექანა და მოახლოებულ მანოშინს,ბურთი თავზე გადაუგდო.მანოშინი მოტრიალდა და კვლავ გამოიქცა,ბარქაიასაკენ,მაგრამ სიომამ,ახლა მეორე მხარეს გადაუგდო თავზე მანოშინს.მთელი სტადიონი ხარხარებდაო,მაგრამ უკვე მანოშინზე.რუსებს ვაგინებთ,ასეთები და ისეთები არიან და მუდამ ასეთები იყვნენო.კი ბატონო,მართლაც დამპყრობლის ფსიქოლოგია აქვთ,მაგრამ შეადარეთ მათი რეაქცია და აქ ზოგიერთის რეაქცია.ისინი ხარხარებდნენ,აქ კი ემუქრებიან!მეც კახელი ვარ და თელავი, ქვეყნის ყველა გუნდს მირჩევნია,მაგრამ ვიღაცამ მაჯობოს და მაგის გულისათვის მტრად მოვეკიდო?!იქ რაც მოხდა,მოედანზე მოხდა და იქვე დამთავრდა,მაყურებლებისაგან გულზე მჯიღის ცემა და მუქარა,გულშემატკივრობა კი არა,სიბრიყვე და ბოროტების ამონთხევაა.მესხის თამაშები მინახავს თელავში და ახმეტაში,უკვე ვეტერანი რომ იყო,რასაც ის უკეთებდა მცველებს,ესენი რომ დასწრებოდნენ,სტადიონზვე მოჰკლავდნენ ალბათ,თავისი დაბოღმილი ხასიათის გადამკიდეები.ორიოდე დღის წინ,ფეისბუკზე წავიკითხე ენრიკო კარუზოს ისტორია.მთელ მსოფლიოში მართავდა კონცერტებს და უზარმაზარ ჰონორარებსაც იღებდა.მშობლიურ ქალაქ ნეაპოლში სთხოვეს კონცერტის გამართვა და ისიც სიხარულით დათანხმდა,თანაც სრულიად უფასოთ.გამოვიდა სცენაზე და დაიწყო სიმღერა,მაგრამ დარბაზის ნაწილი,საშინელი სტვენით შეხვდა მის სიმღერას.კონცერტი მაინც გაგრძელდა და თანდათან მისმა ტალანტმა თავის გააკეთა,მსტვენელებიც ისეთივე აღტაცებით უკრავდნენ ტაშს მაესტროს,როგორც დანარჩენი ხალხი,მაგრამ სტვენის მიზეზი,კონცერტის შემდეგ გაირკვა.თურმე კონცერტის დაწყების წინ,მსახიობი სცენაზე გამოსვლის შემდეგ,ჯერ ცალკე უნდა მისალმებოდა ქალაქის არისტოკრატებს და რაკი ეს არ გააკეთა,სწორედ მათ უსტვინეს.იმ ამბავმა ჩაიარა,მაგრამ კარუზო აღარასოდეს გამოსულა მშობლიური ქალაქის სცენაზე.ისე ვატყობ,რაც არ უნდა გააკეთოს ამ ბიჭმა,ნაწილი ხალხისა,მაინც არ მოიშლის თავისას.თუმცა რაღა ეს ბიჭი,საკმაოდ ბევრი,ვითომ გულშემატკივარი ხან ამის,ხან იმის და ხან კიდევ სხვა იმის ლანძღვა გინებაში იკმაყოფილებენ, საკუთარ ვნებებს.დალოცვილებო,კარგი ფეხბურთელი იმიტომ არის კარგი,რომ სხვაზე უკეთესად აკეთებს თავის საქმეს.თუ შენთან არ გინდა რომ გააკეთოს,სხვა გუნდთან სხვა გამოჩნდება,რომელსაც მოუნდება,რომ არც მასთან გააკეთოს და აბა საქართველოს ჩემპიონატის ყურებას,სვარკის ყურება მირჩევნიაო,რაღას აცხადებთ?კარგი ფეხბურთი თვითონვე არ გდომნიათ და შეეშვით რა ფეხბურთს.ნურც უყურებთ და ნურც წერთ მასზე.ფეხბურთს,ფეხბურთის მოყვარულმა უნდა უყუროს და თუ არ უყვარს,ნურც გულშემატკივრობას დაიბრალებს.თბილისის დინამოს გულშემატკივარი,ათეული წლები იმით იყო ცნობილი,რომ მოწინააღმდეგის ფეხბურთელის კარგ თამაშზეც უკრავდა ხოლმე ტაშს.ახლა კი აღარ ვიცი,ამას რა დავარქვა.კი ბატონო,აღარ ჩამოვა ხვიჩა თელავში,აღარც საერთოდ ბათუმი ჩამოვა და ჩაეთვლება წაგება,აღარც სხვები ჩამოვლენ და სულაც ჩემპიონები გახდებით.კმაყოფილები იქნებით?ალბათ კი.ახლა თელავზე ვლაპარაკობ,მაგრამ ხომ ვიცით,რომ სხვა კლუბებსაც ჰყავთ მსგავსად მოაზროვნე,ვითომ ფანები,ერთმანეთისათვის ქვის სროლით თუ ხელჩართული ჩხუბით და დედის გინებით რომ ამტკიცებენ, კლუბის ვითომ ერთგულებას და თავის უბადრუკობას.ქართველი ტალანტები ტრავმებისაკენ არიან მიდრეკილნიო,იქნებ იმიტომაც არიან,რომ სანამ დავაჟკაცდებიან,უკვე იმდენი აქვთ მოხვედრილი ფეხებში,რომ ზრდასრულობაში უკვე ვეღარ უძლებენ.შარშან ხვიჩას წინააღმდეგ რუსი მწვრთნელები უყვიროდნენ ფეხბურთელებს,შემოჰკარით ფეხებშიო.ახლა თქვენც იგივეს ჰპირდებით და მათ რომ გულიანად ვაგინებდით მთელი საქართველო,თქვენი საქმე როგორ იქნება,თქვენც გაგინოთ?ოდესმე ხომ უნდა მიხვდეთ,რომ ასე არ შეიძლება და თქვენ საყვარელ გუნდს,საერთოდ ქართულ ფეხბურთს ვნებთ, ამ ყველაფრით?კარგით რაა,გეყოფათ!
სოსო
19:26 03-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული