ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

AutoSharing Option
"ტორპედო" სეზონის წინ სერიოზულად გაძლიერდა, მაგრამ წარმატებულად ვერ ასპარეზობს, გულშემატკივრებს კი მწვრთნელ გია ცეცაძესთან კონფლიქტი მოუვიდათ. კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ გადადგომის შესახებ ცეცაძის მიერ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილეს.

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადება
"ვადასტურებთ, რომ დღეს მივიღეთ გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის განცხადება გადადგომის შესახებ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ცხელ გულზე გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია. კლუბში შექმნილი ვითარება საჭიროებს დეტალურ განხილვას და რიგი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლას. ამდენად, კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს გია ცეცაძის განცხადების დაკმაყოფილებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს
გადაწყვეტილების მიღებას, კლუბში შექმნილი ვითარების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ.

ხვალ, 15:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კლუბის პრესრუმში, გაიმართება პრესკონფერენცია".

ასევე დაგაინტერესებთ