ხვიჩა საყოველთაო ყურადღების ქვეშ და ქართული კლასიკო - ეროვნული ლიგა

AutoSharing Option
დღეს, 29 აპრილს, ეროვნულ ლიგაში მე-2 წრე დაიწყება. ორი შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს...

ჩემპიონატის ლიდერი ბათუმის "დინამო" ბოლნისის "სიონს" ესტუმრება. მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" პრეზიდენტმა ტრანსფერი დაადასტურა, ბათუმელთა ერთ-ერთ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ყურადღება (transfermarkt-ზე "ძებნაში" მე-2 ადგილზეა) გაზრდილია. "კვარა" კარგ ფორმაშია და უჩა სოსიაშვილის გუნდის 4-მატჩიან წაუგებელ სერიას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

ბათუმელებმა გატანა ყველა ტურში შეძლეს. გია გეგუჩაძის გუნდის მატჩებში საშუალოდ 3.3 გოლი გადის, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

ჯოვინო ფლამარიონი შესანიშნავ ფორმაშია (9 გოლი, 2 საგოლე პასი). სავარაუდოდ, ზურიკო
დავითაშვილმა "დინამოში" უფრო მეტი დრო უნდა მიიღოს.

"თამაზ სტეფანიაზე" შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

მე-10 ტურს ქართული კლასიკო დახურავს - ერთმანეთზე ცუდ ფორმაში მყოფი პრინციპული მეტოქეები, ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" ურთიერთობას "რამაზ შენგელიაზე" გაარკვევენ.

კახა ცხადაძის გუნდს ბოლო 4 შეხვედრაში არ გაუმარჯვია (მარცხი და 3 ფრე) და მე-4 ადგილს იკავებს. ქუთაისელებს კი, მრისხანე შეტევის მიუხედავად, გოლის გატანა უჭირთ - 9-დან 5 მატჩში ეს საერთოდ ვერ შეძლეს. პირველ წრეში "დინამო არენაზე" მასპინძლებმა 4:0 იმარჯვეს, ახლა კი უფრო დაძაბულ დაპირისპირებას ველით.

შეხვედრა 21:00 საათზე აიღებს სტარტს და მას არსენ ნონიკაშვილი განსჯის.

ტურის სხვა მატჩები: 16:00 სთ - "გაგრა"- "დილა", "სამგურალი" - "საბურთალო", 20:00 - "თელავი" - "ლოკომოტივი".


altფლამარიონის დუბლი, კვარაცხელიას გოლი და ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება [VIDEO]

alt"გაგრამ" კაცნაკლულ თბილისის "დინამოს" სძლია [VIDEO]

altარაბიძის, არველაძისა და მჭედლიძის უშედეგო მცდელობები - წარმატებული ხორხელები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემო ქართველებო,
ავია თუ კარგია ეს ჩვენი ჩემპიონატია და ჩვენვე უნდა შევუწყოთ ხელი, გულშემატკივრებმა ქომაგობით, სპონსორებმა ფინანსებით, ფეხბურთელებმა ვარჯიშით და თამაშით, ყველამ ერთად კი საქართველოს და ქართული ფეხბურთის სიყვარულით.
ის, რაც იყო წინა ტურებში ბათუმში, წყალტუბოსა და ქუთაისში ეს იყო ქართველების მიერ ერთმანეთის და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ გამოხატული სიყვარული, ერთ რამედ ღირდა სავსე სტადიონის და იმ მომენტის ყურება, როცა ქუთაისში ხვიჩას უხეშად წაქცევის გამო ქუთათურებმა საკუთარ ფეხბურთელს დაუწყეს სტვენა და ყველა მიხვდა რატომაც.
მეგობრებო დავანახოთ ჩვენს ავისმსურველს ერთმანეთის სიყვარული და ურთიერთგატანა ქართული ფეხბურთით და შემდეგ გადავიტანოთ ეს ყველაფერი კარგი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ საქართველოს და ქართველებს ჩვენ თვითონ და ცხოვრება ნელნელა უკეთესობისკენ წავა.
მიყვარხართ ქართველებო და გენაცვალეთ მაგ ქართულ გულში ყველას!!!
შალვა 73
15:55 29-04-2022
1
ტრიბუნები გაივსება და ცეცაძეს ვეღარც ტორპედოს ადმინისტრაცია ვეღარ უშველის რომ ვერ მოიგოს, ვალდებულება აქვთ ქომაგების მიმართ აღებული..
აი თბილისის დინამოს ქომაგები არ ჩანან ტრიბუნებზე და დიდიხანი მოგვიწევს ფიფია ცხადაძეს და ფეხმოტეხილი დინამო თბილისის ყურება...
წარმატებები ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებს მჯერა თავისას მიაღწევენ და მაგარ გუნდს ააშენებენ!!

შავი კაცი
15:00 29-04-2022
0

სიახლეები პოპულარული